2022 წლის 26 სექტემბერი | განახლებული ინფორმაცია 2023 წლის 16 იანვარი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
განახლებული ინფორმაცია — გამამტყუნებელი განაჩენი | იეჰოვასთან სიახლოვე შიშის დაძლევაში გვეხმარება
2023 წლის 12 იანვარს ყიზილსკის საქალაქო სასამართლომ (ტუვის რესპუბლიკა) დამნაშავედ ცნო ანატოლი სენინი. მას ექვსი წლით პირობითი სასჯელი შეეფარდა. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
დროის დიაგრამა
2021 წლის 28 იანვარი
ანატოლის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, რის შემდეგაც ის განყოფილებაში გადაიყვანეს.
2021 წლის 30 იანვარი
ანატოლი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.
2021 წლის 27 მარტი
მოუხსნეს შინაპატიმრობა და დაუწესეს გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები.
2022 წლის 17 იანვარი
ბრალად დასდეს იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის ორგანიზება.
2022 წლის 6 აპრილი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.
ზოგადი ინფორმაცია
დიდ ნუგეშს გვგვრის თავისი მოწაფეებისთვის ნათქვამი იესოს სიტყვები: „ნურც აფორიაქდებით და ნურც შიში შეგიპყრობთ“ (იოანე 14:27).