არჩეულ მასალაზე გადასვლა

ევგენი ბიტუსოვი და ლეონიდ დრუჟინინი

2022 წლის 30 ნოემბერი | განახლებული ინფორმაცია: 2022 წლის 29 დეკემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

განახლებული ინფორმაცია — გამამტყუნებელი განაჩენი | ისინი არ წყვეტენ ქრისტიანული თვისებების განვითარებას

განახლებული ინფორმაცია — გამამტყუნებელი განაჩენი | ისინი არ წყვეტენ ქრისტიანული თვისებების განვითარებას

ზეისკის რაიონულმა სასამართლომ (ამურის ოლქი) დამნაშავედ ცნო ევგენი ბიტუსოვი და ლეონიდ დრუჟინინი და ორივე მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ევგენის — ექვსი წლით, ხოლო ლეონიდს — ექვსწელიწად-ნახევრით. ორივე მათგანი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საპატიმროში.

ზოგადი ინფორმაცია

ვამაყობთ იმ და-ძმებით, ვინც კვლავაც ავლენენ მოთმინებასა და გამძლეობას, და ყველაფერში ღირსეულად წარადგენენ თავს, როგორც ეს ღვთის მსახურებს შეეფერებათ (2 კორინთელები 6:3—10).

დროის დიაგრამა

  1. 2019 წლის 21 მარტი

    სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს ევგენის, ლეონიდისა და კიდევ რამდენიმე იეჰოვას მოწმის ბინა ზეიაში.

  2. 2020 წლის 10 აგვისტო

    აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

  3. 2020 წლის 13 ოქტომბერი

    სამართალდამცავებმა ევგენის და ლეონიდის სახლები ხელმეორედ გაჩხრიკეს. ლეონიდი გადაიყვანეს განყოფილებაში, სადაც 2 საათის განმავლობაში დაკითხვას უწყობდნენ.

  4. 2022 წლის 20 ივნისი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.