არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბორის და ნატალია იაგოვიტოვები

2022 წლის 30 სექტემბერი
რუსეთი

განახლებული ინფორმაცია — გამამტყუნებელი განაჩენი | პოზიტიური განწყობა გულგატეხილობის დაძლევაში გვეხმარება

განახლებული ინფორმაცია — გამამტყუნებელი განაჩენი | პოზიტიური განწყობა გულგატეხილობის დაძლევაში გვეხმარება

ამა წლის 10 ოქტომბერს სოლნიჩნის რაიონულმა სასამართლომ (ხაბაროვსკის მხარე) დამნაშავედ ცნო ბორის იაგოვიტოვი და ხუთი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. მან 9 თვე გაატარა დროებითი მოთავსების იზოლატორში. ბორისი განაჩენის გამოცხადებისთანავე გაათავისუფლეს.

დროის დიაგრამა

  1. 2020 წლის 14 დეკემბერი

    გამომძიებლებმა შეისწავლეს ის აუდიომასალა, სადაც ჩაწერილი იყო ბორისისა და იმ აგენტის საუბარი, რომელიც დაინტერესებულად ასაღებდა თავს.

  2. 2021 წლის 14 მაისი

    სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ბორისის წინააღმდეგ. მას ბრალი წაუყენეს ექსტრემისტული ორგანიზაციის შეხვედრებში მონაწილეობის გამო და დაადანაშაულეს ახალი წევრების გაწევრიანების მცდელობაში.

  3. 2021 წლის 5 ივნისი

    სამართალდამცავებმა ბორისისა და ნატალიას სახლი გაჩხრიკეს და მათ დაკითხვა მოუწყვეს. ბორისი განყოფილებაში გადაიყვანეს.

  4. 2021 წლის 7 ივნისი

    ბორისი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

  5. 2021 წლის 29 დეკემბერი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა. მოსმენის დროს პროკურორმა მოითხოვა, რომ ბორისი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაეყვანათ, რადგან მისი განცხადებით, ბორისმა დაარღვია შინაპატიმრობის პირობები. სამართალდამცავებმა ის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

  6. 2022 წლის 24 თებერვალი

    პროცედურული დარღვევების გამო საქმე პროკურატურას დაუბრუნდა. თუმცა ბორისი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან არ გაუთავისუფლებიათ.

  7. 2022 წლის 9 ივნისი

    განახლდა სასამართლო მოსმენა.

ზოგადი ინფორმაცია

ბორისი და ნატალია იმაზე ფიქრობენ, რაც „მართალი … და საქებარია“. ისინი თითოეულ ჩვენგანს კარგ მაგალითს გვაძლევენ. დარწმუნებული ვართ, „მშვიდობის ღმერთი“ კვლავაც მათთან იქნება (ფილიპელები 4:8, 9).

a ინტერვიუ აღებულია ბორისის მეუღლისგან, ნატალიასგან, რადგან ბორისი დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.