არჩეულ მასალაზე გადასვლა

დიმიტრი და ნადეჟდა სემენოვები

2022 წლის 4 ნოემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

განახლებული ინფორმაცია — გამამტყუნებელი განაჩენი | ღვთის მსახურთა მაგალითებით განმტკიცებულნი

განახლებული ინფორმაცია — გამამტყუნებელი განაჩენი | ღვთის მსახურთა მაგალითებით განმტკიცებულნი

2022 წლის 8 ნოემბერს პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის საქალაქო სასამართლომ (კამჩატკის მხარე) დამნაშავედ ცნო დიმიტრი და ნადეჟდა სემენოვები და ორივე მათგანს ოთხი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მათთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის 3 სექტემბერი

    იმ ქალმა, რომელიც დიმიტრისთან და ნადეჟდასთან ბიბლიურ საკითხებზე მსჯელობდა, ფე-ეს-ბესთვის ინფორმაციის მიწოდება დაიწყო. ამ ინფორმაციის საფუძველზე მათ წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მათ ბრალად დასდეს ექსტრემისტულ ორგანიზაციაში სხვების გაწევრიანების მცდელობა და ამ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა.

  2. 2021 წლის 6 სექტემბერი

    სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს მათი ბინა, რის ისინი შემდეგაც დაკითხვაზე წაიყვანეს და გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.

  3. 2022 წლის 26 ივლისი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.

ზოგადი ინფორმაცია

დიმიტრისა და ნადეჟდას შემთხვევა მოწმობს, რომ იეჰოვა დევნების დროსაც თავისი მსახურების გვერდითაა და გაბედულებასა და ძალას მატებს (იესო ნავეს ძე 1:9).