არჩეულ მასალაზე გადასვლა

ანდრეი და ნატალია პერმინოვები

2022 წლის 26 ოქტომბერი | განახლებული ინფორმაცია: 2022 წლის 22 ნოემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

განახლებული ინფორმაცია — გამამტყუნებელი განაჩენი | „ღვთის მხარდაჭერით ნებისმიერი განსაცდელის ატანას შევძლებ“

განახლებული ინფორმაცია — გამამტყუნებელი განაჩენი | „ღვთის მხარდაჭერით ნებისმიერი განსაცდელის ატანას შევძლებ“

2022 წლის 21 ნოემბერს აშას საქალაქო სასამართლომ (ჩელიაბინსკის ოლქი) დამნაშავედ ცნო ანდრეი პერმინოვი და ექვსი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის 11 ივნისი

    ქალაქ აშასა და მინიარში სამართალდამცავებმა 5 იეჰოვას მოწმის სახლი გაჩხრიკეს, მათ შორის ანდრეის ბინა. მათ პირადი ნივთების კონფისკაცია მოახდინეს.

  2. 2021 წლის 10 ნოემბერი

    ანდრეის დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.

  3. 2022 წლის 27 აპრილი

    ანდრეის ბრალად დასდეს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა და ის ტერორისტთა სიაში დაამატეს.

  4. 2022 წლის 6 ივნისი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.

ზოგადი ინფორმაცია

ანდრეის მსგავსად, ჩვენც გვამხნევებს წარსულში მცხოვრები ღვთის მსახურთა მაგალითებზე დაფიქრება. გვჯერა, იეჰოვა შეასრულებს თავის პირობას: „ხელში აგიყვანთ, გატარებთ და გიხსნით, რასაც აქამდეც ვაკეთებდი“ (ესაია 46:4).