არჩეულ მასალაზე გადასვლა

ალექსანდრე კაბანოვი

2022 წლის 8 აგვისტო | განახლებული ინფორმაცია: 2022 წლის 29 დეკემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

განახლებული ინფორმაცია — განაჩენის გაუქმება | წინასწარი მომზადების წყალობით ალექსანდრე კაბანოვი სიმშვიდეს ინარჩუნებს

განახლებული ინფორმაცია — განაჩენის გაუქმება | წინასწარი მომზადების წყალობით ალექსანდრე კაბანოვი სიმშვიდეს ინარჩუნებს

2022 წლის 27 დეკემბერს კრასნოიარსკის სამხარეო სასამართლომ გააუქმა ალექსანდრე კაბანოვის ორწელიწად-ნახევრიანი პირობითი სასჯელი და საქმის ხელახალი მოსმენა მოითხოვა. 2022 წლის 5 აგვისტოს ზელენოგორსკის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა ალექსანდრეს წინააღმდეგ, თუმცა ის მოგვიანებით გასაჩივრდა. სანამ სასამართლო მოსმენა არ გაიმართება, მან არ უნდა დატოვოს ოლქი.

ზელენოგორსკის საქალაქო სასამართლო (კრასნოიარსკის მხარე) მალე განაჩენს გამოიტანს ალექსანდრე კაბანოვის საქმეზე. პროკურორმა მისთვის ორწელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.

დროის დიაგრამა

  1. 2019 წლის 26 დეკემბერი

    ალექსანდრე დააკავეს და ბრალად დასდეს აკრძალული ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზება, მათ შორის ბიბლიის კითხვა და სხვებთან იეჰოვაზე საუბარი.

  2. 2019 წლის 27 დეკემბერი

    მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ალექსანდრეს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის მოთხოვნა, რის შემდეგაც გაათავისუფლეს.

  3. 2021 წლის 6 დეკემბერი

    ალექსანდრემ სასამართლოზე თავისი დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. მოსამართლემ მისი საქმე გამოძიების ეტაპზე დააბრუნა.

  4. 2022 წლის 25 მარტი

    განახლდა მოსმენები.

ზოგადი ინფორმაცია

რუსეთში მცხოვრები ჩვენი და-ძმები რწმენის გასაოცარ მაგალითს გვაძლევენ. მათ ესაიას განწყობა აქვთ: „აი, ღმერთია ჩემი მხსნელი. მას მივენდობი და არ შემეშინდება, რადგან იაჰი, იეჰოვაა, ჩემი ძალა და ჩემი ძლევამოსილება“ (ესაია 12:2).