არჩეულ მასალაზე გადასვლა

იური და ნადეჟდა ბარანოვები და ნიკოლაი და ალა სტეპანოვები

2022 წლის 8 ივნისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

განახლებული ინფორმაცია — განაჩენის ცვლილება | თანაქრისტიანების მხარდაჭერა

განახლებული ინფორმაცია — განაჩენის ცვლილება | თანაქრისტიანების მხარდაჭერა

ამა წლის 10 ნოემბერს ვოლოგდის საოლქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა იური ბარანოვისა და ნიკოლაი სტეპანოვის საქმეზე. სასამართლომ იურის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, ხოლო ნიკოლაის ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, ამავე ვადით, პირობითი სასჯელი შეუფარდა. ის დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს.

2022 წლის 5 სექტემბერს ვოლოგდის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო იური და ნიკოლაი. იურის ოთხი წლით პირობითი სასჯელი შეეფარდა. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. რაც შეეხება ნიკოლაის, სასამართლომ მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. განაჩენი დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში.

დროის დიაგრამა

  1. 2019 წლის 19 დეკემბერი

    ვოლოგდაში ძალოვნებმა 6 იეჰოვას მოწმის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა. იური და ნიკოლაი დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.

  2. 2019 წლის 20 დეკემბერი

    იური შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

  3. 2019 წლის 23 დეკემბერი

    ნიკოლაი დროებითი მოთავსების იზოლატორში გაგზავნეს.

  4. 2020 წლის 16 მარტი

    იური შინაპატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა გარკვეული შეზღუდვები დაუწესეს. მას ეზღუდებოდა მის საქმეში ჩართულ პირებთან კომუნიკაცია და ტელეფონისა და ინტერნეტის გამოყენება.

  5. 2020 წლის 19 მაისი

    იურის მოუხსნეს შეზღუდვები.

  6. 2020 წლის 13 აგვისტო

    ნიკოლაი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

  7. 2020 წლის 25 სექტემბერი

    ნიკოლაის მოუხსნეს შინაპატიმრობა.

  8. 2022 წლის 7 მარტი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.

ზოგადი ინფორმაცია

ძალიან გვამხნევებს იმის დანახვა, რომ ჩვენი და-ძმები დევნის მიუხედავად ერთგულებას ინარჩუნებენ (1 თესალონიკელები 3:7).