2021 წლის 5 აგვისტო
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
განახლებული ინფორმაცია | დიმიტრი ტერებილოვს, რომელიც ოთხჯერაა ნასამართლევი, ამჯერად რწმენის გამო ემუქრება პატიმრობა
ამა წლის 22 სექტემბერს რუსეთის საერთო იურისდიქციის მეორე საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დიმიტრი ტერებილოვის მეორე საჩივარი. ის კვლავ ციხეში რჩება.
2022 წლის 12 იანვარს კოსტრომის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დიმიტრის საჩივარი.
დროის დიაგრამა
2021 წლის 6 სექტემბერი
სვერდლოვსკის რაიონულმა სასამართლომ (ქალაქი კოსტრომა) განაჩენი გამოიტანა ძმა დიმიტრი ტერებილოვის საქმეზე და მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ საპატიმროში გადაიყვანეს.
2020 წლის 8 სექტემბერი
დიმიტრის საქმეზე სასამართლო განხილვა დაიწყო.
2020 წლის 25 მაისი
დიმიტრი ოფიციალურად ცნეს ბრალდებულად და გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.
2019 წლის 19 სექტემბერი
დიმიტრის საბანკო ანგარიშები დაუბლოკეს.
2019 წლის 13 ივნისი
დიმიტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა აკრძალული ლიტერატურის გავრცელებისა და უკანონო ორგანიზაციის შეხვედრებზე მონაწილეობის გამო.
2018 წლის 25 ივლისი
დიმიტრი და მისი მეუღლე მოლდოვაში გამართული კონგრესიდან ბრუნდებოდნენ, როცა სამართალდამცავებმა მათ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. დიმიტრი სახლში დაბრუნებისთანავე დაკითხეს და დააპატიმრეს.
ზოგადი ინფორმაცია
დიმიტრი კვლავაც სიხარულს განიცდის, რომ ქრისტეს სახელისთვის შეურაცხყოფენ. დარწმუნებულები ვართ, რომ „დიდების სული, ღვთის სული,.. [მასზეა] დავანებული“ (1 პეტრე 4:14).