არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვიტალი ომელჩენკო

2021 წლის 5 ოქტომბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

განახლებული ინფორმაცია | ვიტალი ომელჩენკოს ძალა შემატა თანაქრისტიანის რჩევამ

განახლებული ინფორმაცია | ვიტალი ომელჩენკოს ძალა შემატა თანაქრისტიანის რჩევამ

ამა წლის 22 სექტემბერს ოქტიაბრსკის რაიონულმა სასამართლომ (მურმანსკის ოლქი) დამნაშავედ ცნო ვიტალი ომელჩენკო და 580 000 რუბლის (9 526$) ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის 29 იანვარი

    ვიტალის საქმე სასამართლოს გადაეცა.

  2. 2020 წლის 20 იანვარი

    სამართალდამცავებმა დააკავეს ვიტალი და დასაკითხად განყოფილებაში გადაიყვანეს. ის ორი დღის შემდეგ გაათავისუფლეს. მას აეკრძალა ინტერნეტით სარგებლობა და მათთან ურთიერთობა, ვინც ამავე საქმეში იყო ეჭვმიტანილი.

  3. 2019 წლის 23 დეკემბერი

    მურმანსკის ოლქის საგამოძიებო კომისიამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ვიტალის წინააღმდეგ. მას ბრალად დასდეს საკუთარ სახლში იეჰოვას მოწმეთა რელიგიური მსახურების შესრულება.

ზოგადი ინფორმაცია

გვამხნევებს იმის დანახვა, როგორ ცდილობს ვიტალი, გაითვალისწინოს ბიბლიური რჩევები და მასში ჩაწერილით ინუგეშოს თავი (რომაელები 15:4).