არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ვლადიმერ ჩესნოკოვი, ვლადიმერ დუტკინი და ვალერი იაკოვლევი

2022 წლის 7 იანვარი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

განახლებული ინფორმაცია | ვლადიმერ ჩესნოკოვი, ვლადიმერ დუტკინი და ვალერი იაკოვლევი რწმენის გამო იდევნებიან

განახლებული ინფორმაცია | ვლადიმერ ჩესნოკოვი, ვლადიმერ დუტკინი და ვალერი იაკოვლევი რწმენის გამო იდევნებიან

2022 წლის 13 აპრილს ჩუვაშეთის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ვლადიმერ ჩესნოკოვის, ვლადიმერ დუტკინისა და ვალერი იაკოვლევის საჩივარი და ძალაში დატოვა მათთვის გამოტანილი თავდაპირველი განაჩენი.

2022 წლის 10 თებერვალს კალინინსკის რაიონულმა სასამართლომ (ჩებოქსარი) დამნაშავედ ცნო სამივე ძმა და მათ ფულადი სახის ჯარიმა დააკისრა, ვლადიმერ დუტკინს — 500 000 რუბლი (6 715$), ხოლო ვლადიმერ ჩესნოკოვს და ვალერი იაკოვლევს — 400 000 რუბლი (5 372$). მათთვის გამოტანილი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის 7 ივნისი

    სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ვლადიმერ ჩესნოკოვის და ვალერი იაკოვლევის წინააღმდეგ.

  2. 2020 წლის 30 დეკემბერი

    ვლადიმერ დუტკინს ბრალი წაუყენეს და გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.

  3. 2020 წლის 25 ნოემბერი

    ვლადიმერ დუტკინის წინააღმდეგ საქმე აღძრეს და მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. ის დასაკითხად განყოფილებაში გადაიყვანეს.

ზოგადი ინფორმაცია

ღვთის სიტყვის კითხვა და მასზე ფიქრი ჩვენს და-ძმებს ეხმარება, მოთმინებით აიტანონ განსაცდელები და იგრძნონ, რომ იეჰოვაა მათი თავშესაფარი (ფსალმუნი 27:5).