არჩეულ მასალაზე გადასვლა

ზემოთ მარცხნიდან მარჯვნივ: ალექსეი დიადკინი, ალექსეი გორელი და ნიკიტი მოისეევი;

ქვემოთ მარცხნიდან მარჯვნივ: ვლადიმერ პოპოვი, ევგენი რაზუმოვი და ოლეგ შიდლოვსკი.

2022 წლის 24 მარტი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

განახლებული ინფორმაცია | იეჰოვა მზრუნველობას არ აკლებს დაპატიმრებული ექვსი ძმის ოჯახს

განახლებული ინფორმაცია | იეჰოვა მზრუნველობას არ აკლებს დაპატიმრებული ექვსი ძმის ოჯახს

ამა წლის 19 სექტემბერს გუკოვოს საქალაქო სასამართლომ (დონის როსტოვი) დამნაშავედ ცნო ალექსეი დიადკინი, ალექსეი გორელი, ნიკიტა მოისეევი, ვლადიმერ პოპოვი, ევგენი რაზუმოვი და ოლეგ შიდლოვსკი. ალექსეი გორელს და ოლეგ შიდლოვსკის სასამართლომ ექვსწელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ხოლო ალექსეი დიადკინს, ნიკიტა მოისეევს, ვლადიმერ პოპოვს და ევგენი რაზუმოვს — შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში.

დროის დიაგრამა

  1. 2020 წლის 8 აგვისტო

    ქალაქ კურსკში და როსტოვის ოლქის სამ ქალაქში ფე-ეს-ბეს თანამშრომლებმა იეჰოვას მოწმეთა 17 სახლში ჩაატარეს ჩხრეკა. ალექსეი გორელი, ნიკიტა მოისეევი, ევგენი რაზუმოვი და ოლეგ შიდლოვსკი დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში გაგზავნეს, ხოლო ვლადიმერ პოპოვზე ძებნა გამოცხადდა.

  2. 2020 წლის 12 აგვისტო

    ფე-ეს-ბეს თანამშრომლებმა ვლადიმერი დააკავეს და ორი დღის შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორში გაგზავნეს.

  3. 2020 წლის 21 აგვისტო

    ალექსეი დიადკინი დაკითხვაზე დაიბარეს, რის შემდეგაც დააკავეს.

  4. 2021 წლის 28 ივნისი

    დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატმა ექვსივე ძმა მოინახულა. ძმებმა მას უთხრეს, რომ აუტანელ პირობებში უწევდათ ყოფნა — საკანში ზოგჯერ 40 გრადუსამდე აღწევდა ტემპერატურა, კედლებზე სულ სოკო იყო მოდებული და თანამესაკნეებს შორის ზოგი კოვიდინფიცირებული იყო.

  5. 2021 წლის 21 ივლისი

    ვლადიმერი სუნთქვის გაძნელების გამო დროებითი მოთავსების სხვა იზოლატორში გაგზავნეს, სადაც მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მოგვიანებით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

  6. 2021 წლის 30 სექტემბერი

    ორთვიანი მკურნალობის შემდეგ ვლადიმერი დროებითი მოთავსების იზოლატორში დააბრუნეს.

  7. 2021 წლის 17 ნოემბერი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა. ექვსივე ძმას გაუხანგრძლივეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის ვადა.

ზოგადი ინფორმაცია

ჩვენ არ ვწყვეტთ ლოცვას ამ ძვირფასი და-ძმებისთვის. მტკიცედ გვწამს, რომ იეჰოვა განუმტკიცებს მათ რწმენას და მისცემს საჭირო ძალას (რომაელები 15:30).

a b c d e f ამჟამად ექვსივე ძმა დაკავებულია, ამიტომ ინტერვიუები აღებულია მათი მეუღლეებისგან.