2022 წლის 4 იანვარი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
განახლებული ინფორმაცია | იმედი და კარგი მომზადება ძალას მატებს პეტრე და მაია კრუპნოვებს
2022 წლის 9 მარტს პენზის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პეტრე და მაია კრუპნოვების საჩივარი. მათთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
დროის დიაგრამა
2021 წლის 30 დეკემბერი
ნიკოლსკის რაიონულმა სასამართლომ (პენზის ოლქი) დამნაშავედ ცნო პეტრე და მაია და სამწლიანი ვადით პირობითი სასჯელი შეუფარდა.
2021 წლის 25 ოქტომბერი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.
2021 წლის 12 ოქტომბერი
რელიგიურ თემებზე მეგობრებთან საუბრის გამო პეტრე და მაია ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს.
2021 წლის 15 სექტემბერი
მაიას წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ბრალი პეტრესაც წაუყენეს.
2020 წლის 11 ოქტომბერი
სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს ოთხი იეჰოვას მოწმის სახლი ნიკოლსკში, მათ შორის კრუპნოვების ბინა.
ზოგადი ინფორმაცია
ძალიან გვამხნევებს პეტრესა და მაიას მაგალითი. შესაქებია, რომ ისინი მტკიცედ ეჭიდებიან იმედს და იეჰოვას ენდობიან (ებრაელები 6:19).