არჩეულ მასალაზე გადასვლა

რომან ბარანოვსკი და დედამისი, ვალენტინა ბარანოვსკაია

2021 წლის 29 იანვარი
რუსეთი

განახლებული ინფორმაცია | რომან ბარანოვსკის და დედამისს, ვალენტინა ბარანოვსკაიას, პატიმრობა ემუქრებათ

განახლებული ინფორმაცია | რომან ბარანოვსკის და დედამისს, ვალენტინა ბარანოვსკაიას, პატიმრობა ემუქრებათ

2022 წლის 4 მაისს ხაკასეთის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურორის საჩივარი და 71 წლის ვალენტინა ბარანოვსკაიას ციხიდან გათავისუფლება ბრძანა. ვალენტინამ წელიწადზე მეტი გაატარა პატიმრობაში. მისი ვაჟი, რომანი, კვლავაც ციხეში რჩება.

ამა წლის 4 მარტს პროკურატურამ გაასაჩივრა უსტ-აბაკანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ვალენტინა ვადამდე უნდა გაეთავისუფლებინათ. პროკურორი წინააღმდეგია მისი გათავისუფლების, რადგან მიიჩნევს, რომ ბრალდებული „არ ნანობს ჩადენილს“. პროკურორის მოთხოვნის განხილვამდე ვალენტინა ციხეში დარჩება.

2021 წლის 24 მაისს ხაკასეთის უზენაესმა სასამართლომ (რუსეთი) არ დააკმაყოფილა რომანისა და მისი 70 წლის დედის, ვალენტინას, საჩივარი. ისინი კვლავ პატიმრობაში დარჩებიან. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ციხიდან გათავისუფლების შემდეგაც გავრცელდება მათზე დამატებითი აკრძალვები.

2021 წლის 24 თებერვალს აბაკანის (ხაკასეთი) საქალაქო სასამართლომ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რომანს. სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა აგრეთვე რომანის დედას, ვალენტინას. ეს პირველი შემთხვევაა, როცა რწმენის გამო დას უწევს სასჯელის საპატიმროში მოხდა. ვალენტინას 2021 წლის აპრილში 70 წელი შეუსრულდება. სამწუხაროდ, 2020 წლის ივლისში მან ინსულტი მიიღო. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ორივენი ციხეში გადაიყვანეს.

ზოგადი ინფორმაცია

რომან ბარანოვსკი

  • დაბადების წელი: 1974 (ბალაკოვო, სარატოვის ოლქი)

  • ბიოგრაფია: ის სარემონტო სამუშაოებს ასრულებს. უყვარს გიტარაზე დაკვრა და ჭადრაკისა და ფეხბურთის თამაში.

    მოზარდობის დროს აინტერესებდა, რა იყო სიცოცხლის აზრი. ის იხსენებს: „ზოგჯერ ღმერთს ვთხოვდი, ჩემთვის სწორი გზა ეჩვენებინა“. იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა 1993 წელს დაიწყო. მოინათლა 1997 წელს.

ვალენტინა ბარანოვსკაია

  • დაბადების წელი: 1951 (ვანოვკა, ყაზახეთი)

  • ბიოგრაფია: მუშაობდა ბუღალტრად და ეკონომისტად, სანამ 2006 წელს პენსიაში არ გავიდა. უყვარს საჭმელების მომზადება და სიმღერებისა და ლექსების წერა.

    1995 წელს მანაც დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმის გაგებამ, რომ ღმერთმა შეუძლებელია ტყუილი თქვას. მოინათლა 1996 წელს.

სასამართლო საქმე

2019 წლის 10 აპრილის საღამოს ძალოვნები აბაკანში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების 4 სახლში შეიჭრნენ, მათ შორის რომანისა და ვალენტინას სახლში. ოფიცრებმა მათ ჩამოართვეს ბიბლიები, ელექტრონული მოწყობილობები და პირადი ჩანაწერები. ამის შემდეგ რომანისა და ვალენტინას წინააღმდეგ საქმე აღიძრა.

რომანი იხსენებს: „რეიდი რომ მოაწყვეს, შუაკვირის შეხვედრას ვატარებდით. ახალი დამთავრებული გვქონდა 1 კორინთელების 10:13-ის განხილვა. იქ მნიშვნელოვან აზრს ესმებოდა ხაზი — იეჰოვა არ არჩევს, ვის რა განსაცდელი შეხვდება. ის არ ფიქრობს, შენ ძლიერი ხარ და თავს გაართმევ ამ განსაცდელს, შენ კი სუსტი ხარ და განსაცდელსაც სუსტს შეგახვედრებო. ამ შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ ყველანი ჩვენს ძალაზე ვართ დამოკიდებული. სინამდვილეში, არავინაა რომელიმე განსაცდელისგან დაზღვეული და, თუ იეჰოვას ძალაზე ვიქნებით დანდობილი, ყველაფრის ატანას შევძლებთ“.

2020 წლის ივლისში და ვალენტინამ ინსულტი მიიღო. ის გვიყვება: „რაც უფრო უარესდებოდა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ იეჰოვა მედგა მხარში. ეს იმიტომ, რომ ლოცვა არასდროს შემიწყვეტია და თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს იეჰოვა ხელში აყვანილს დამატარებდა. წარმოუდგენლად მშვიდად ვიყავი“.

ვალენტინა მთელი დამაჯერებლობით აღნიშნავს: „გადაწყვეტილი მაქვს, მარადიულად ვემსახურო ჩვენს ზეციერ მამას და, რაც არ უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, ბოლომდე ერთგულება შევინარჩუნო!“.

რომანს ბიბლიურ თუ თანამედროვე დროში მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურებზე ფიქრი ეხმარება, განიმტკიცოს რწმენა. ის ასეთ კითხვებზე ფიქრობს: „რა განსაცდელებს შეხვდნენ ისინი და რატომ? როგორ შეინარჩუნეს ღვთისადმი ერთგულება? როგორ დაეხმარა იეჰოვა მათ თავისი სულით?“. ამ კითხვებზე პასუხებმა რომანი დაარწმუნა, რომ როგორ რთულ განსაცდელსაც არ უნდა შეხვედროდა, საჭიროების შემთხვევაში იეჰოვა აღმატებულ ძალას მისცემდა.

ვლოცულობთ, რომ კვლავაც იეჰოვა იყოს რომანის, ვალენტინასა და რუსეთში მცხოვრები ჩვენი სხვა ძვირფასი და-ძმების თავშესაფარი და ძალა (ფსალმუნი 46:1).