2022 წლის 3 თებერვალი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
განახლებული ინფორმაცია — სარჩელი არ დაკმაყოფილდა | ალექსეი სმელოვს მოთმინების ძალას იეჰოვა აძლევს
ამა წლის 27 სექტემბერს კარელიის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ალექსეი სმელოვის სარჩელი და მისთვის გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვეს.
ამა წლის 21 აპრილს კონდოპოგის საქალაქო სასამართლომ (კარელიის რესპუბლიკა) დამნაშავედ ცნო ალექსეი და ჯარიმა დააკისრა 400 000 რუბლის (დაახლ. 5 000$) ოდენობით.
დროის დიაგრამა
2019 წლის 23 ივლისი
სამართალდამცავებმა საქმე აღძრეს ალექსეის წინააღმდეგ. მას ბრალად დასდეს აკრძალული რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობის ხელმძღვანელობა და შეხვედრებისა და პროპაგანდისტული საქმიანობის ორგანიზებაში მონაწილეობა.
2019 წლის 31 ივლისი
ფე-ეს-ბეს თანამშრომლებმა კონდოპოგასა და პეტროზავოდსკში მცხოვრები 15 იეჰოვას მოწმის სახლსა და სამუშაო ადგილებზე ჩაატარეს ჩხრეკა. სმელოვებს მათ თავი სანტექნიკოსებად წარუდგინეს, სახლში შესვლის შემდეგ კი იქაურობა გაჩხრიკეს. ალექსეი და მისი მეუღლე ირინა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს დასაკითხად. მოგვიანებით ალექსეი პეტროზავოდსკში, ფე-ეს-ბეს შტაბ-ბინაში წაიყვანეს. 23:30 სთ-თვის ის გაათავისუფლეს, თუმცა მშობლიური ქალაქის დატოვება აუკრძალეს.
2019 წლის 7 აგვისტო
ალექსეის რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282.2-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევაში დასდეს ბრალი.
2020 წლის 9 აპრილი
კოვიდპანდემიის გამო გამოძიება დროებით შეჩერდა.
2020 წლის 8 ივნისი
გამოძიება განახლდა.
ზოგადი ინფორმაცია
ალექსეის მსგავსად, ჩვენც დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა „თავისი ძალით“ დაეხმარება ყველას, ვინც იდევნება (2 მატიანე 16:9).