არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ნადეჟდა ანოიკინა, ლიუბოვ გალაქტიონოვა, ნაილია კოგაი, ვალენტინ ოსადჩუკი, ნინა პურგე, რაისა უსანოვა და ელენა ზაიშჩუკი

2021 წლის 23 სექტემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

განახლებული ინფორმაცია — სარჩელი არ დაკმაყოფილდა | განაჩენის მოლოდინში ერთ ძმასა და ექვს დას იეჰოვასა და თანაქრისტიანების მხარდაჭერა მატებთ ძალას

განახლებული ინფორმაცია — სარჩელი არ დაკმაყოფილდა | განაჩენის მოლოდინში ერთ ძმასა და ექვს დას იეჰოვასა და თანაქრისტიანების მხარდაჭერა მატებთ ძალას

ამა წლის 26 სექტემბერს პრიმორიეს სამხარეო სასამართლომ ამ დააკმაყოფილა ნადეჟდა ანოიკინას, ლიუბოვ გალაქტიონოვას, ნაილია კოგაის, ნინა პურგეს, რაისა უსანოვასა და ვალენტინ ოსადჩუკის საჩივარი. მათთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

2022 წლის 1 ივნისს ლენინსკის რაიონულმა სასამართლომ (ვლადივოსტოკი) დამნაშავედ ცნო ნადეჟდა, ლიუბოვი, ნაილია, ნინა, რაისა და ვალენტინა. დებს ორი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდეს, ხოლო ვალენტინს — 6 წლით. 87 წლის ელენა ზაიშჩუკის საქმე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დროებით შეჩერებულია.

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის 19 იანვარი

    საქმე განსახილველად გადაეცა ვლადივოსტოკში მდებარე ლენინსკის რაიონულ სასამართლოს.

  2. 2019 წლის 12 ნოემბერი

    საქმე განსახილველად დაუბრუნდა პროკურატურას.

  3. 2019 წლის 5 აპრილი

    მას შემდეგ, რაც ძმა ვალენტინმა 274 დღე დროებითი მოთავსების იზოლატორში გაატარა, ის გაათავისუფლეს და შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

  4. 2018 წლის 19 აპრილი

    ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შვიდი იეჰოვას მოწმის ბინა გაჩხრიკეს.

  5. 2018 წლის 9 აპრილი

    პრიმორიის მხარის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საგამომძიებლო განყოფილებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ვალენტინისა და ექვსი დის წინააღმდეგ.

ზოგადი ინფორმაცია

ძალიან გვამხნევებენ რუსეთში მცხოვრები და-ძმები. მათი საქმეები მათ დიდ რწმენაზე მეტყველებს (ებრაელები 10:39).