2022 წლის 4 მარტი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
განახლებული ინფორმაცია — სარჩელი არ დაკმაყოფილდა | ლუდმილა შჩეკოლდინას ძალას მატებს და-ძმების სიტყვები
ამა წლის 6 ოქტომბერს კრასნოდარის სამხარეო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ლუდმილა შჩეკოლდინას საჩივარი. ის კვლავ პატიმრობაში რჩება.
2023 წლის 23 მაისს პავლოვსკის რაიონულმა სასამართლომ (კრასნოდარის მხარე) დამნაშავედ ცნო ლუდმილა და ოთხი წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში.
დროის დიაგრამა
2020 წლის 23 აპრილი
ლუდმილამ საიდუმლო აგენტს უქადაგა ისე, რომ არ იცოდა ვინ იყო. ამის გამო, მის წინააღმდეგ სასამართლო საქმე აღიძრა.
2020 წლის 29 აპრილი
სამართალდამცავები ლუდმილას სახლში შეიჭრნენ. ჩხრეკა და მისი დაკითხვა ცხრა საათი გაგრძელდა. მას ბრალად ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის პროპაგანდა დასდეს.
2021 წლის 21 ივნისი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.
ზოგადი ინფორმაცია
დარწმუნებულები ვართ, რომ განსაცდელების მიუხედავად, ლუდმილა და სხვა და-ძმები იეჰოვას დახმარებით ბოლომდე შეინარჩუნებენ ერთგულებას (ფსალმუნი 68:28).