არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: რუსტამ დიაროვი, ევგენი და ოლგა ივანოვები და სერგეი კლიკუნოვი

2021 წლის 21 ოქტომბერი | განახლებული ინფორმაცია: 2022 წლის 26 დეკემბერი
რუსეთი

განახლებული ინფორმაცია — სასჯელის დამძიმება | დიდი ხნის მანძილზე იზოლატორში და შინაპატიმრობაში ყოფნა სიხარულს ვერ ართმევს ჩვენს და-ძმებს

განახლებული ინფორმაცია — სასჯელის დამძიმება | დიდი ხნის მანძილზე იზოლატორში და შინაპატიმრობაში ყოფნა სიხარულს ვერ ართმევს ჩვენს და-ძმებს

2022 წლის 22 დეკემბერს რუსეთის საერთო იურისდიქციის მეოთხე საკასაციო სასამართლომ სასჯელი დაუმძიმა რუსტამ დიაროვს, სერგეი კლიკუნოვსა და ევგენი და ოლგა ივანოვებს. მოსამართლის გადაწყვეტილებით მათ სასჯელის მოხდის შემდეგ ასტრახანის დატოვება აეკრძალებათ. ისინი სასამართლო პროცესს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ესწრებოდნენ.

2022 წლის 3 მარტს ასტრახანის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა რუსტამ დიაროვის, სერგეი კლიკუნოვ ის და ევგენი და ოლგა ივანოვების საჩივარი. ოთხივე ციხეში რჩება.

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის 25 ოქტომბერი

    ტრუსოვსკის რაიონულმა სასამართლომ (ასტრახანი) ძმებს, რუსტამ დიაროვს, ევგენი ივანოვს და სერგეი კლიკუნოვს, რვა-რვა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ხოლო ევგენის მეუღლეს, ოლგას — სამწელიწად-ნახევრით. ძმები უკვე წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდნენ, ოლგა კი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საპატიმროში.

  2. 2020 წლის 11 ივნისი

    რუსტამი, ევგენი და სერგეი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, ოლგა კი — შინაპატიმრობაში.

  3. 2020 წლის 9 ივნისი

    ასტრახანში 100-ზე მეტმა სამართალდამცავმა იეჰოვას მოწმეების 27 სახლში ჩაატარა ჩხრეკა. რუსტამი, ევგენი, ოლგა და სერგეი განყოფილებაში გადაიყვანეს.

  4. 2020 წლის 8 ივნისი

    რუსტამის, ევგენის, ოლგას და სერგეის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ძმებს ექსტრემისტული საქმიანობის ორგანიზება და დაფინანსება დასდეს ბრალად, ოლგას კი — ამ საქმიანობაში მონაწილეობა.

ზოგადი ინფორმაცია

გვანუგეშებს იმაზე ფიქრი, რომ იეჰოვა განსაცდელების დროს მარტო არ ტოვებს თავის ერთგულ მსახურებს (ფსალმუნი 139:5, 10).