არჩეულ მასალაზე გადასვლა

ზემოთ მარცხნიდან მარჯვნივ: ვიაჩესლავ ივანოვი და ალექსანდრე კოზლიტინი

ქვემოთ მარცხნიდან მარჯვნივ: სერგეი კულაკოვი, ტატიანა კულაკოვა და ევგენი ელინი

2021 წლის 2 ნოემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

განახლებული ინფორმაცია | სახალინში ხუთი იეჰოვას მოწმე ღმერთზეა მინდობილი

განახლებული ინფორმაცია | სახალინში ხუთი იეჰოვას მოწმე ღმერთზეა მინდობილი

ამა წლის 11 მაისს სახალინის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ვიაჩესლავ ივანოვის, ალექსანდრე კოზლიტინის, სერგეი კულაკოვის, ტატიანა კულაკოვასა და ევგენი ელინის საჩივარი. მათთვის გამოტანილი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

2022 წლის 31 იანვარს ნეველსკის საქალაქო სასამართლომ (სახალინის ოლქი) დამნაშავეებად ცნო ვიაჩესლავი, ალექსანდრე, სერგეი, ტატიანა და ევგენი. სერგეისა და ევგენის პირობითი მსჯავრი შეუფარდეს ექვსწელიწადნახევრიანი ვადით, ვიაჩესლავს, ალექსანდრესა და ტატიანას კი — ორი წლის ვადით.

დროის დიაგრამა

  1. 2020 წლის ივლისი

    ვიაჩესლავს, ალექსანდრეს, სერგეის და ტატიანას აეკრძალათ ქალაქიდან გასვლა.

  2. 2020 წლის 2 აპრილი

    ევგენის აეკრძალა ქალაქიდან გასვლა.

  3. 2019 წლის 20 იანვარი

    ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა რეიდი მოაწყეს, სულ მცირე, 11 სახლში, სადაც ეჭვობდნენ, რომ იეჰოვას მოწმეები ცხოვრობდნენ. ოფიცრები აგრესიულობით გამოირჩეოდნენ და ოჯახის არასრულწლოვანი წევრებიც კი დაკითხეს. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, უკმაყოფილება გამოხატა იეჰოვას მოწმეების დევნის გამო და თქვა, რომ უყურადღებოდ არ დატოვებდა ამ საკითხს.

ზოგადი ინფორმაცია

დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა მზრუნველობას არ მოაკლებს ჩვენს ძვირფას და-ძმებს, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით ცხადყოფენ, რომ იზიარებენ წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვებს: „ღმერთია ჩემი მხსნელი. მას მივენდობი და არ შემეშინდება“ (ესაია 12:2).