არჩეულ მასალაზე გადასვლა

სერგეი ბელოუსოვი

2022 წლის 1 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

განახლებული ინფორმაცია | სერგეი ბელოუსოვი განადიდებს ღვთის სახელს

განახლებული ინფორმაცია | სერგეი ბელოუსოვი განადიდებს ღვთის სახელს

ამა წლის 30 ივნისს ტომსკის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სერგეი ბელოუსოვის საჩივარი. მისთვის გამოტანილი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

2022 წლის 14 აპრილს სევერსკის საქალაქო სასამართლომ (ტომსკის ოლქი) დამნაშავედ ცნო სერგეი და პირობითი სასჯელი შეუფარდა სამწლიანი ვადით.

დროის დიაგრამა

  1. 2020 წლის 14 ივლისი

    ფე-ეს-ბეს თანამშრომლებმა იეჰოვას მოწმეთა შვიდ სახლში მოაწყეს ჩხრეკა, მათ შორის სერგეის ბინაში. ამ რეიდამდე რამდენიმე თვით ადრე ფარულმა აგენტმა, რომელმაც დაინტერესებულად გაასაღა თავი, მალულად გააკეთა კრების შეხვედრების ჩანაწერები.

  2. 2021 წლის 25 მარტი

    სერგეის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

  3. 2021 წლის 30 მარტი

    მალულად გაკეთებული ჩანაწერების საფუძველზე სერგეის ოფიციალურად წაუყენეს ბრალი. მას ბრალად დასდეს რელიგიურ მსახურებაში მონაწილეობა ვიდეოკონფერენციის მეშვეობით, სიმღერების მღერა და ლოცვა.

ზოგადი ინფორმაცია

გვჯერა, რომ იეჰოვა სერგეის მსგავსად ყველა თავის მსახურს გააძლიერებს (ფსალმუნი 148:13, 14).