არჩეულ მასალაზე გადასვლა

ტატიანა შოლნერი

2021 წლის 21 ივნისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

განახლებული ინფორმაცია | ტატიანა შოლნერი იეჰოვაზე ამყარებს იმედს და დევნის მიუხედავად სიხარულს არ კარგავს

განახლებული ინფორმაცია | ტატიანა შოლნერი იეჰოვაზე ამყარებს იმედს და დევნის მიუხედავად სიხარულს არ კარგავს

ამა წლის 14 სექტემბერს რუსეთის საერთო იურისდიქციის მეცხრე საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტატიანა შოლნერის მეორე საჩივარი. მისთვის გამოტანილი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

2021 წლის 16 დეკემბერს ებრაელთა ავტონომიური ოლქის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტატიანას საჩივარი.

2021 წლის 25 ივნისს ებრაელთა ავტონომიურ ოლქში მდებარე ბირობიჯანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტატიანა და 30-თვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა.

ზოგადი ინფორმაცია

ტატიანა შოლნერი

  • დაბადების წელი: 1993 (ბირობიჯანი)

  • ბიოგრაფია: ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა მამა ტრაგიკულად დაეღუპა, რის გამოც დედას მარტოს მოუწია ტატიანასა და მისი ძმის გაზრდა. მუშაობს ფარმაცევტად. უყვარს ყინულზე სრიალი, ველოსიპედით სიარული და ფრენბურთის თამაში.

    ბიბლიისადმი ინტერესი პირველად მაშინ გამოავლინა, როცა ტექნიკურ კოლეჯში კერვას სწავლობდა. მასზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა ერთმა თანაკურსელმა, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო. 2014 წელს ტატიანას 12 წლის ბიძაშვილი დაეღუპა. იმ დროს ის დიდად ანუგეშა მკვდრეთით აღდგომის იმედმა. ტატიანა 2017 წელს მოინათლა.

სასამართლო საქმე

2020 წლის 6 თებერვალს რუსმა სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ექვსი დის წინააღმდეგ ბირობიჯანში. მათ რიცხვში შედიოდა 27 წლის ტატიანა. მას, ისევე როგორც დანარჩენებს, „ექსტრემისზმში“ ადანაშაულებენ მხოლოდ იმიტომ, რომ რელიგიურ საქმიანობაში მონაწილეობდნენ. ებრაელთა ავტონომიურ ოლქში, მთლიანობაში, 19 საქმეა აღძრული იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ.

ტატიანას სჯერა, რომ იეჰოვა დაეხმარება ამ განსაცდელის გადატანაში. ის გვიზიარებს: „როცა დევნა დაიწყო, ჩემი სულიერი განრიგი ცოტა შეფერხდა, მაგრამ ბიბლიის წაკითხვა არასოდეს მავიწყდებოდა. იეჰოვას ვესაუბრებოდი ჩემს გრძნობებსა და საწუხარზე. მას წმინდა სულს ვთხოვდი, რომ ამ ყველაფრის ატანა შემძლებოდა და ბოლომდე მისი ერთგული დავრჩენილიყავი. ვლოცულობდი, აგრეთვე, გაბედულებისთვის, სიმამაცისთვის და სიბრძნისთვის, რათა დამაჯერებლად დამეცვა ღვთის სახელი სასამართლოზე“.

ის განაგრძობს: „იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ყოველთვის ეხმარება, მხარს უჭერს და იცავს თავის მსახურებს, დამეხმარა, რომ სიხარული არ დამეკარგა. იეჰოვას თავისი ძლიერი მარჯვენა აქვს ჩაჭიდებული ჩემთვის. ეს მეხმარება, სრულად მივენდო მას და სიმშვიდე შევინარჩუნო განსაცდელების პირისპირ ყოფნის დროსაც“ (ესაიას 41:10).

ტატიანას სასამართლო განაჩენის მოლოდინში დარწმუნებულნი ვართ, რომ იეჰოვას დახმარებით ის გაუძლებს ამ გასაჭირს (რომაელები 12:12).