2021 წლის 20 დეკემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
განახლებული ინფორმაცია | ტრანს-ბაიკალის მხარეში უპრეცედენტო რეიდების შემდეგ ოთხი ძმა განაჩენის მოლოდინშია
ამა წლის 20 სექტემბერს ტრანს-ბაიკალის სამხარეო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ვლადიმერ ერმოლაევის, სერგეი კირილიუკის, იგორ მამალიმოვისა და ალექსანდრე პუტინცევის საჩივარი. ვლადიმერი, იგორი და ალექსანდრე კვლავ პატიმრობაში რჩებიან. სერგეისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
2022 წლის 6 ივნისს ქალაქ ჩიტას რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ვლადიმერი, სერგეი, იგორი და ალექსანდრე. სასამართლომ სერგეის ექვსი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა. ვლადიმერს, იგორს და ალექსანდრეს ექვსწელიწადნახევრით პატიმრობა შეუფარდეს. განაჩენი დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში.
დროის დიაგრამა
2021 წლის 16 მარტი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.
2021 წლის 2 თებერვალი
ვლადიმერს, სერგეის, იგორს და ალექსანდრეს ოფიციალურად დასდეს ბრალი ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზებაში.
2020 წლის 3 აპრილი
ვლადიმერი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლეს.
2020 წლის 15 თებერვალი
სერგეი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. ის ხუთი დღე ჰყავდათ დაკავებული.
2020 წლის 12 თებერვალი
იგორი და ალექსანდრე საპატიმროდან გაათავისუფლეს. სერგეი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც 72 საათი ჰყავდათ დაკავებული. ვლადიმერს 52-დღიანი შინაპატიმრობა მიუსაჯეს.
2020 წლის 10 თებერვალი
ტრანს-ბაიკალის მხარეში ფე-ეს-ბეს ოფიცრებმა იეჰოვას მოწმეთა 50 სახლში ჩაატარეს ჩხრეკა. სამართალდამცავები ჩვენი ხანდაზმული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და-ძმებთანაც კი შეიჭრნენ. მათ აწამეს ერთი ჩვენი ძმა და ერთი არასრულწლოვანი იეჰოვას მოწმე სცემეს დედისა და მისი პატარა დის თვალწინ. ჩხრეკის დასრულების შემდეგ ძალოსნებმა ათი ძმა დააკავეს, მათ შორის, იგორი, ალექსანდრე, სერგეი და ვლადიმერი.
ზოგადი ინფორმაცია
მოდი მივბაძოთ ძლიერი რწმენის მქონე ჩვენს და-ძმებს. ისინი დანიელსა და მის სამ მეგობარს გვაგონებენ, რომლებმაც უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად, იეჰოვას მხარეს ყოფნა არჩიეს (დანიელი 1:8).