არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვიტალი ილინიხი

2021 წლის 10 მაისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

განახლებული ინფორმაცია | ძმა ვიტალი ილინიხს გაბედულებას სძენს სხვების მაგალითები

განახლებული ინფორმაცია | ძმა ვიტალი ილინიხს გაბედულებას სძენს სხვების მაგალითები

2022 წლის 28 ივლისს პრიმორიეს საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ვიტალი ილინიხის საჩივარი. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

2022 წლის 15 აპრილს უსურიისკის რაიონულმა სასამართლომ (პრიმორიეს მხარე) დამნაშავედ ცნო ვიტალი და ორი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა.

ზოგადი ინფორმაცია

ვიტალი ილინიხი

  • დაბადების წელი: 1974 (უსურიისკი, პრიმორიეს მხარე)

  • ბიოგრაფია: დაამთავრა პოლიციის აკადემია და მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ყოველთვის აინტერესებდა, რა იყო ადამიანების სიკვდილის მიზეზი და რა ხდებოდა სიკვდილის შემდეგ. იეჰოვას მოწმეებთან შესწავლა 1990-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო. მოინათლა 1999 წელს. ამჟამად მუშაობს მეეზოვედ. 2006 წელს დაქორწინდა ირინაზე.

სასამართლო საქმე

2019 წლის თებერვალში, სპასკ­-დალნიში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით, ძმა ვიტალი ილინიხის სახლიც გაჩხრიკეს. 2019 წლის 18 სექტემბერს რუსმა სამართალდამცავებმა გამოძიება დაიწყეს ვიტალის საქმეზე. 2019 წლის 23 ოქტომბერს ოფიცრებმა კვლავ გაჩხრიკეს მისი სახლი, მაგრამ ამჟამად ის დააკავეს და ორი დღით დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. იზოლატორში ყოფნისას ვიტალი ხშირად ლოცულობდა. „ლოცვის დროს ვგრძნობდი, როგორ ანაცვლებდა გაურკვევლობის განცდას შინაგანი სიმშვიდე“, — იხსენებს ვიტალი.

გათავისუფლების შემდეგ ვიტალის დაუწესეს შეზღუდვა, რის თანახმადაც მას ეკრძალება საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვება. დედამისის, ოლგა ოპალიოვას წინააღმდეგ, ცალკე საქმეა აღძრული სხვა სასამართლოს მიერ.

ვიტალიმ ძალიან ბევრი რამ ისწავლა საკუთარი გამოცდილებიდან. «აქამდეც ვიცოდი, რომ იეჰოვა არ უშვებს ჩვენს ცხოვრებაში იმაზე მეტ განსაცდელს, რისი ატანაც ჩვენს ძალებს აღემატება. მაგრამ ახლა ამას პირადად ვგრძნობ. რაც უფრო მძიმე განსაცდელების გადატანა გვიწევს, მით უფრო მეტად ვუახლოვდებით იეჰოვას, — აღნიშნავს ვიტალი, — იეჰოვა მეთუნეა და თუ, ის უშვებს ცეცხლოვან განსაცდელებს ჩემს ცხოვრებაში, მაშინ თავადვე დამეხმარება მათ ატანაში, რაც ჩემს გამოწრთობას მოემსახურება. თუ ვფიქრობ, რომ მეტის ატანა აღარ შემიძლია, იეჰოვას უნდა ვთხოვო „ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“» (2 კორინთელები 4:7).

ბუნებით გაუბედავ ვიტალის გაბედულებას მატებს 1 პეტრე 5:9-ში ჩაწერილ სიტყვებზე დაფიქრება. მას აგრეთვე აძლიერებს რუსეთში მცხოვრები იმ უამრავი და-ძმის მაგალითი, რომლებიც მხნეობას არ კარგავენ დევნის დროს. ვიტალი ამბობს: „როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ, … ჩემთვის დიდი პატივი იქნება უფლებამოსილი პირების წინაშე იეჰოვას შესახებ დამოწმება ამ ბოლო დღეებში“.

ვიტალის მსგავსად ჩვენც ძალიან გვამხნევებს ჩვენი მამაცი და ერთგული და-ძმების მაგალითები. კვლავაც მადლობას ვწირავთ იეჰოვას, რომელიც გვაძლევს „ყოველივე აუცილებელს თავისი ნების შესასრულებლად“ (ებრაელები 13:20, 21).