2021 წლის 25 მარტი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
განახლებული ინფორმაცია | ძმა სერგეი მელნიკოვი ემადლიერება იეჰოვას, რადგან პატიმრობის პერიოდში ის აძლევდა „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“
2022 წლის 12 მაისს პრიმორიეს სამხარეო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სერგეი მელნიკოვის საჩივარი. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
2022 წლის 3 თებერვალს უსურიისკის რაიონულმა სასამართლომ (პრიმორიეს მხარე) დამნაშავედ ცნო სერგეი და სამი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა.
ზოგადი ინფორმაცია
სერგეი მელნიკოვი
დაბადების წელი: 1973 (ტერნეი, პრიმორიეს მხარე)
ბიოგრაფია: მუშაობდა დურგლად, მეხანძრედ, მეთევზედ და კარისკაცად. ახალგაზრდობაში უყვარდა ჰოკეის და ფრენბურთის თამაში. 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო ბიბლიის შესწავლა იეჰოვას მოწმეებთან. 2003 წელს უსურიისკში გადავიდა საცხოვრებლად და მოგვიანებით იმავე წელს მოინათლა.
სასამართლო საქმე
სასამართლო საქმე ძმა სერგეი მელნიკოვის წინააღმდეგ 2019 წლის ივნისში აღიძრა. უფლებამოსილმა პირებმა სერგეი მაშინ დააკავეს, როცა ის დაინტერესებულთან ბიბლიურ თემებზე მსჯელობდა. მათ მისი ბინაც გაჩხრიკეს და წაიღეს მისი ლეპტოპი და ტელეფონი.
სერგეი ოთხი თვე იჯდა წინასწარი დაკავების იზოლატორში, 144 დღე კი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. დროდადრო ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, რომ მეტის ატანა აღარ შეეძლო. ასეთ მომენტებში იხსენებდა 1 კორინთელების 10:13-ში ჩაწერილ სიტყვებს და მაშინვე შვებას გრძნობდა. ის ამბობს: «გავაცნობიერე, რომ იეჰოვა უშვებდა ამ განსაცდელებს, ამიტომ შევძლებდი ატანას. იეჰოვამ მომცა „ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“» (2 კორინთელები 4:7).
2020 წლის 25 თებერვალს სერგეის მოუხსნეს შინაპატიმრობა, თუმცა ეკრძალება ქალაქიდან გასვლა.
ჩვენ ველით სასამართლოს გადაწყვეტილებას და გვჯერა, რომ იეჰოვა იქნება სერგეის და რუსეთში მცხოვრები ყველა ჩვენი და-ძმის „მშველელი და ფარი“ (ფსალმუნი 115:11).