არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

განსაკუთრებული თარიღები რუსეთში

განსაკუთრებული თარიღები რუსეთში
  1. 5 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2018 — სანქტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლო მხარს უჭერს კანონს, რომელიც სახელმწიფოს ნებართვას აძლევს, მიისაკუთროს იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრი რუსეთში.

    ᲬᲐᲘᲙᲘᲗᲮᲔᲗ ᲛᲔᲢᲘ

  2. 17 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2017 — რუსეთის უზენაესი სასამართლოს სააპელაციო პალატამ მხარი დაუჭირა 20 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებას. რუსეთში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აიკრძალა.

    ᲬᲐᲘᲙᲘᲗᲮᲔᲗ ᲛᲔᲢᲘ

  3. 20 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2017 — რუსეთის უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეები უკანონო საქმიანობაში დაადანაშაულა.

    ᲬᲐᲘᲙᲘᲗᲮᲔᲗ ᲛᲔᲢᲘ

  4. 30 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2015 — 16-ვე იეჰოვას მოწმე თავიანთი რელიგიური საქმიანობის გამო დამნაშავედ ცნეს. მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება პირობითად ცნო.

    ᲬᲐᲘᲙᲘᲗᲮᲔᲗ ᲛᲔᲢᲘ

  5. 2 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2014 — რუსეთის უზენაესმა სასამართლომ აკრძალა იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებგვერდი jw.org.

    ᲬᲐᲘᲙᲘᲗᲮᲔᲗ ᲛᲔᲢᲘ

  6. 30 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2014 — ტაგანროგში თექვსმეტი იეჰოვას მოწმიდან შვიდი დამნაშავედ ცნეს მხოლოდ იმიტომ, რომ რელიგიურ საქმიანობას ასრულებდნენ.

    ᲬᲐᲘᲙᲘᲗᲮᲔᲗ ᲛᲔᲢᲘ

  7. 10 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2010 — ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოსკოვში იეჰოვას მოწმეების გაერთიანების აკრძალვით უხეშად დაირღვა ადამიანის უფლებები.

  8. 11 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2009 — როსტოვის საოლქო სასამართლომ იეჰოვას მოწმეთა 34 პუბლიკაცია ექსტრემისტულად გამოაცხადა.

  9. 2009 — რუსეთში სამართალდამცავებმა დაიწყეს ექსტრემიზმთან დაკავშირებული ფედერალური კანონის არასწორად გამოყენება.

  10. 26 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2004 — აიკრძალა იეჰოვას მოწმეთა გაერთიანება მოსკოვში.

  11. ᲛᲐᲠᲢᲘ, 1996 — მოხდა იეჰოვას მოწმეების რეაბილიტაცია, რომლებიც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლნი იყვნენ.

  12. 11 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 1992 — რუსეთის ფედერაციაში იეჰოვას მოწმეების რელიგიური ორგანიზაცია კანონიერად დარეგისტრირდა.

  13. 27 ᲛᲐᲠᲢᲘ, 1991 — საბჭოთა კავშირში იეჰოვას მოწმეების რელიგიური ორგანიზაცია კანონიერად დარეგისტრირდა.

  14. ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 1965 — იკლო მთავრობის მხრიდან იეჰოვას მოწმეების შევიწროების ფაქტებმა.

  15. ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 1951 — საბჭოთა კავშირის 6 რესპუბლიკიდან დაახლოებით 9 500 იეჰოვას მოწმე გადაასახლეს ციმბირში.

  16. 1928 — მთავრობამ არ გაატარა რეგისტრაციაში იეჰოვას მოწმეების რელიგიური ორგანიზაცია. დაიწყო მრავალწლიანი დევნები.

  17. 1891 — პირველი რუსი იეჰოვას მოწმე ციმბირში გადაასახლეს.

  18. 1887 — რუსეთში პირველად გაიგზავნა ფოსტით ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“.