არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ვიქტორ ბაჩურინი, ალექსანდრე კოსტროვი და არტურ ნეტრება

2021 წლის 27 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

გრძელდება სასამართლო პროცესები ლიპეცკში მცხოვრები სამი ძმის საქმეზე, რომლებმაც 331 დღე გაატარეს იზოლატორში

გრძელდება სასამართლო პროცესები ლიპეცკში მცხოვრები სამი ძმის საქმეზე, რომლებმაც 331 დღე გაატარეს იზოლატორში

განახლებული ინფორმაცია | რუსეთის სასამართლო არ აკმაყოფილებს სამი ძმის საჩივარს

2022 წლის 20 იანვარს ლიპეცკის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ვიქტორ ბაჩურინის, ალექსანდრე კოსტროვის და არტურ ნეტრებას საჩივარი და ძალაში დატოვა თავდაპირველი განაჩენი.

2021 წლის 24 ნოემბერს სოვეტსკის რაიონულმა სასამართლომ (ლიპეცკი) დამნაშავედ ცნო ვიქტორი, ალექსანდრე და არტური. თითოეულს 500 000 რუბლის (6 700$) ოდენობის ჯარიმა დააკისრეს. თუმცა მათ მხოლოდ 300 000 რუბლის (4 000$) გადახდა მოუწევთ იმის გათვალისწინებით, რომ უკვე გარკვეული დრო გაატარეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. მათთვის გამოტანილი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

ზოგადი ინფორმაცია

ვიქტორ ბაჩურინი

  • დაბადების წელი: 1962 (პავლოვსკი-პოსადი, მოსკოვის ოლქი)

  • ბიოგრაფია: დაქორწინებულია. ჰყავს ორი შვილი და ერთი შვილიშვილი. იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. მოინათლა 1992 წელს. ოჯახში ერთადერთი იეჰოვას მოწმეა.

ალექსანდრე კოსტროვი

  • დაბადების წელი: 1961 (სორტავალა, კარელიის რესპუბლიკა)

  • ბიოგრაფია: მუშაობდა პილოტად, ელექტროშემდუღებლად და გაზით შემდუღებლად, აგრეთვე ელექტრიკოსად. 1997 წელს დაქორწინდა ლარისაზე. ჰყავთ ორი შვილი. ამჟამად პენსიაზეა. საყვარელი საქმეა თევზაობა. მას შემდეგ, რაც გააანალიზა, რომ ბიბლიური ფასეულობების გამოყენებამ უკეთესობისკენ შეცვალა მისი ცხოვრება, იეჰოვას თავი მიუძღვნა და 2002 წელს მოინათლა.

არტურ ნეტრება

  • დაბადების წელი: 1978 (გლოდიანი, მოლდოვა)

  • ბიოგრაფია: 1995 წელს დაქორწინდა სვეტლანაზე. ჰყავთ ერთი ქალიშვილი. ოჯახი სამუშაოს საძებნელად ლიპეცკში გადავიდა. არტური მუშაობს გაყიდვების მენეჯერად. დარწმუნდა, რომ სიცოცხლეს აზრს ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრება სძენს. მოინათლა 2000 წელს.

სასამართლო საქმე

2019 წლის 2 დეკემბერს ლიპეცკში სამართალდამცავებმა მოწმეების შვიდი სახლი გაჩხრიკეს. ძმა ვიქტორ ბაჩურინი, ალექსანდრე კოსტროვი და არტურ ნეტრება დააკავეს. ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მათ სერიოზული კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს, რადგან ესწრებოდნენ კრების შეხვედრებს და მონაწილეობდნენ თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობებშიც. ძმები წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც 331 დღე ამყოფეს.

ალექსანდრემ შენიშნა, რომ ამ დროის განმავლობაში იეჰოვასთან მისი ურთიერთობა უფრო გაძლიერდა. ის ამბობს: „ამგვარი განსაცდელების დროს ხვდები, რომ შენი ყველაზე დიდი დამხმარე იეჰოვაა“.

არტური აღნიშნავს: „გადაწყვეტილი მაქვს, შევინარჩუნო სიხარული და დადებითი განწყობა. ჩემს თავს ვახსენებ, რომ ეს ყველაფერი დროებითია და მალე იეჰოვა ჭრილობებს მომიშუშებს. მნიშვნელობა არა აქვს, სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან შეიძლება გამოინახოს შესაძლებლობები იეჰოვას შესახებ სასაუბროდ“.

ვიქტორი ამბობს: „ამ სირთულეების დროს იეჰოვამ კიდევ ერთხელ დამიმტკიცა, რომ ნამდვილი მეგობარია. მის სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობ“.

ვიქტორი ძალიან მადლიერია და-ძმების, რადგან ამ რთულ პერიოდში ისინი გვერდში ედგნენ მის მეუღლეს, რომელიც არ არის იეჰოვას მოწმე. ვიქტორი ამბობს: „ჩემი მეუღლე აღაფრთოვანა ზოგიერთი დის მიერ გამოვლენილმა ყურადღებამ. დარწმუნებული ვარ, ჩემი ოჯახის წევრები კარგად დაინახავდნენ, თუ რამხელა სიყვარულია იეჰოვას მოწმეებს შორის“.

გვჯერა, რომ იეჰოვა კვლავაც ანუგეშებს რუსეთსა და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ჩვენს და-ძმებს, რომლებიც ამგვარ დევნებს ხვდებიან (ესაია 51:12).