2017 წლის 12 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის უზენაესი სასამართლოს წინაშე იეჰოვას მოწმეები დამატებითი არგუმენტებით წარდგნენ
ნიუ-იორკი — მეოთხე დღეა რუსეთის უზენაეს სასამართლოში გრძელდება იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის ლიკვიდაციის თაობაზე იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის განხილვა. სასამართლო პროცესს უამრავი ადამიანი დაესწრო. დღის ბოლოს სასამართლომ გამოაცხადა, რომ საქმის განხილვა 2017 წლის 19 აპრილს, ოთხშაბათს 10:00 სთ-ზე განახლდება.
იეჰოვას მოწმეების ადვოკატებმა სასამართლოს თავიანთი არგუმენტები წარუდგინეს, რის შემდეგაც იუსტიციის სამინისტრომ ჯვარედინი დაკითხვა აწარმოა. დაცვის მხარის არგუმენტების მოსმენის შემდეგ მოსამართლემ იუსტიციის სამინისტროს მოსთხოვა, აეხსნა, რა კანონიერი საფუძველი არსებობდა იმისთვის, რომ იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის ლიკვიდაცია მომხდარიყო. ბრალდების მხარის ადვოკატებმა მოსამართლის მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილეს და ვერც მის კითხვებს უპასუხეს. ორივე მხარის მოწმეთა ჩვენებების მოსმენის შემდეგ სასამართლო პროცესი დასრულდა.
შემდეგ კვირაში სასამართლო განაგრძობს საქმის განხილვას.
საკონტაქტო პირები:
საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000
რუსეთი: იაროსლავ სივულსკი, ტელ. +7-911-087-8009