არჩეულ მასალაზე გადასვლა

Sister Yekaterina Pegasheva

2021 წლის 8 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

და ეკატერინა პეგაშევა ერთგულებას ინარჩუნებს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინში

და ეკატერინა პეგაშევა ერთგულებას ინარჩუნებს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინში

სავარაუდო სასჯელი

მარი-ელის რესპუბლიკაში მდებარე გორნომარისკის რაიონული სასამართლო მალე a განაჩენს გამოიტანს და ეკატერინა პეგაშევას საქმეზე.

ზოგადი ინფორმაცია

ეკატერინა პეგაშევა

  • დაიბადა: 1989 წელს გაინციში (კიროვის რაიონი)

  • ბიოგრაფია: ოჯახში ერთადერთი შვილია. უყვარს წიგნების კითხვა, ლექსების წერა და სიმღერების მღერა. მუშაობს დამლაგებლად. მსახურების გაფართოების მიზნით შეისწავლა მარი ენა.

სასამართლო საქმე

ეკატერინა 2019 წლის 3 ოქტომბერს დააპატიმრეს მარი-ელის რესპუბლიკის დედაქალაქში, იოშქარ-­ოლაში. ოფიცრებმა გაჩხრიკეს მისი სახლი და მას წიგნები, ელექტრონული მოწყობილობები, პირადი წერილები და დოკუმენტები ჩამოართვეს. ეკატერინას ბრალად დასდეს აკრძალული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, რადგან ის ბიბლიურ საკითხებზე მსჯელობდა თანაქრისტიანებთან.

„ქუჩაში მივდიოდი, როცა მოულოდნელად პოლიციელები მომცვივდნენ, ხეზე მიმაყუდეს და ხელები ზურგს უკან შემიკრეს“, — იხსენებს ეკატერინა, — „ნეემიას მსგავსად მეც გულში ვილოცე და იეჰოვას დახმარება ვთხოვე“. დაკავების შემდეგ მან 100 დღე გაატარა წინასწარი პატიმრობის იზოლატორში. ის ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება.

ეკატერინას გამუდმებით უწყობდნენ დაკითხვას იზოლატორში ყოფნისას. მან დაინახა, როგორ ეხმარებოდა ამ დროს ბიბლიური ცოდნა. ის გვიყვება: „ვიხსენებდი სამეფოს მახარობელთა სკოლაში განხილულ თემებს და ჩემ მიერ გაკეთებულ დავალებებს. განსაკუთრებით ერთმა აზრმა გამამხნევა: როდესაც მტრების წინაშე დაკითხვაზე ხარ, ამ დროს იესოც გადევნებს თვალყურს. ეს დამეხმარა, შემენარჩუნებინა თავშეკავება და გამომევლინა პატივისცემა იმ უფლებამოსილი პირებს მიმართ, რომლებმაც უსამართლოდ დამადანაშაულეს“.

უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ეკატერინა სამართლებრივი დევნის მსხვერპლია, რაც ნამდვილად არაა ადვილი. ამ სიტუაციამ ცუდად იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, მას ფინანსურადაც გაუჭირდა, რადგან ვეღარსად მუშაობს. მისთვის განსაკუთრებით რთული დედასთან და ბებიასთან განშორება იყო. ამ განსაცდელების მიუხედავად, ეკატერინას გადაწყვეტილი აქვს, ბოლომდე იეჰოვას ერთგული დარჩეს. ის ამბობს: „რაც უფრო აძლიერებენ ზეწოლას ჩემზე, მით უფრო მეტად ვიმოსები სულიერი ჯავშნით. აღარაფრის მეშინია. აქამდეც გაბედული ვიყავი, მაგრამ ახლა, იეჰოვას წმინდა სულის დახმარებით, უფრო მეტ გაბედულებას ვგრძნობ“.

ჩვენ გვჯერა, რომ, რა განაჩენიც არ უნდა გამოუტანონ ეკატერინას, ის კვლავაც დაიმედებული იქნება იეჰოვაზე, რომელიც ყველა თავის მსახურს აძლიერებს (გამოსვლა 15:2).

a განაჩენის გამოტანის ზუსტი თარიღი ყოველთვის არა არის წინასწარ ცნობილი.