არჩეულ მასალაზე გადასვლა

და ელენა რეინო-ჩერნიშოვა

2021 წლის 28 იანვარი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

და ელენა რეინო-ჩერნიშოვას რწმენის გამო გამამტყუნებელი განაჩენი ემუქრება

და ელენა რეინო-ჩერნიშოვას რწმენის გამო გამამტყუნებელი განაჩენი ემუქრება

სავარაუდო სასჯელი

2021 წლის 29 იანვარს a ებრაელთა ავტონომიურ ოლქში მდებარე ბირობიჯანის რაიონული სასამართლო განაჩენს გამოიტანს და ელენა რეინო-ჩერნიშოვას საქმეზე. პროკურორს ჯერ არ დაუკონკრეტებია, რა სახის სასჯელის შეფარდებას ითხოვს მისთვის.

ზოგადი ინფორმაცია

ელენა რეინო-ჩერნიშოვა

  • დაიბადა: 1968 წელს მალოიში (ირკუტსკის ოლქი).

  • ბიოგრაფია: 1990-იან წლებში იეჰოვას მოწმეებთან შეისწავლა ბიბლია. ნასწავლმა აღძრა, დაეტოვებინა სამხედრო სამსახური და ქორწინების განსამტკიცებლად ძალ-ღონე არ დაეშურებინა. მოინათლა 1998 წელს.

  • მისი ქმარი არ არის იეჰოვას მოწმე, თუმცა პატივს სცემს მეუღლის გადაწყვეტილებას, ემსახუროს იეჰოვა ღმერთს. ელენას უყვარს ფეხბურთისა და ფრენბურთის თამაში.

სასამართლო საქმე

2019 წლის 29 სექტემბერს, ბირობიჯანში სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და ელენა რეინო-ჩერნიშოვას წინააღმდეგ.

ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებმა ელანას ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს. ელენა იეჰოვას მადლიერია, რომ სიმშვიდის შენარჩუნებაში დაეხმარა. ის იხსენებს: „გამუდმებით ვლოცულობდი, რომ სიმშვიდე არ დამეკარგა და არ შემშინებოდა. იეჰოვას იმასაც ვთხოვდი, დამხმარებოდა, ღირსეულად მოვქცეულიყავი და მისადმი ერთგულება შემენარჩუნებინა. ჩხრეკა ყოველგვარი ხმაურის გარეშე ჩატარდა, ყველა თავაზიანად მექცეოდა“.

სასამართლო პროცესმა ცუდად იმოქმედა ელანასა და მის ოჯახზე. 2020 წლის ივლისში მისმა მეუღლემ გულის ინფარქტი მიიღო (უკვე მესამედ). სამართალდამცავებმა ელენას აუკრძალეს ბირობიჯანიდან გასვლა. მათ აგრეთვე დაბლოკეს მისი საბანკო ანგარიშები.

ელენა ძალიან მხნევდება, როცა ფიქრობს, როგორ იტანენ იეჰოვას სხვა მსახურები დევნებს. ის აღნიშნავს: „ხშირად ვკითხულობ იმ და-ძმების შემთხვევებს, რომლებიც რწმენის გამო იდევნებიან და რომელთა სახლებშიც ჩხრეკები მოაწყვეს. დიდი განსაცდელებისა და შეურაცხყოფის მიუხედავად, მათ ბოლომდე მოითმინეს და სიხარული არ დაკარგეს“. რწმენის განმტკიცებაში მას აგრეთვე ეხმარება ბიბლიის რეგულარული კითხვა და მასზე ფიქრი.

ელენა ხშირად ფიქრობს ესაიას 30:15-ში ჩაწერილ სიტყვებზე. იქ წერია: „თქვენი ძალა მშვიდად ყოფნასა და მინდობაში იქნება“. ის გვიყვება: „ეს მუხლი გამუდმებით მიტრიალებს გონებაში. იმდენად ვემადლიერები იეჰოვას, რომელმაც თავისკენ მიმიზიდა, რომ ამ გრძნობას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ყოველთვის ვგრძნობ სულის სიმშვიდეს ... იეჰოვასადმი ნდობა კიდევ უფრო გამიძლიერდა. ნებისმიერ საკითხში მხოლოდ მასზე ვამყარებ იმედს. მჯერა, რომ ის არასოდეს მიმატოვებს“.

a შესაძლოა შეიცვალოს.