არჩეულ მასალაზე გადასვლა

და ნატალია კრიგერი მეუღლესთან, ვალერისთან ერთად

2021 წლის 25 თებერვალი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

და ნატალია კრიგერს ბოროტმოქმედებაში ედება ბრალი

და ნატალია კრიგერს ბოროტმოქმედებაში ედება ბრალი

განახლებული ინფორმაცია | რუსეთის სასამართლო და ნატალია კრიგერს დამნაშავედ ცნობს

2021 წლის 30 ივლისს ებრაელთა ავტონომიურ ოლქში მდებარე ბირობიჯანის რაიონულმა სასამართლომ და ნატალია კრიგერი დამნაშავედ ცნო. სასამართლომ მას ორწელიწადნახევრიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. მას ამჟამად არ მოუწევს სასჯელის ციხეში მოხდა.

ზოგადი ინფორმაცია

ნატალია კრიგერი

  • დაიბადა: 1978 წელს ხაბაროვსკში.

  • ბიოგრაფია: ძალიან პატარა იყო, დედა რომ დაეღუპა. რაღაც პერიოდი ობოლთა თავშესაფარში მოუწია ცხოვრება. ექვსი წლის იქნებოდა, როცა ნათესავებმა 400 კილომეტრის მოშორებით სოფელ ამურზეტში წაიყვანეს. იქ ბებიის, დეიდის და დეიდაშვილის გვერდით იზრდებოდა, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არიან. ნატალია მუშაობდა სოციალურ მუშაკად, ზრუნავდა ხანდაზმულებზე.

  • 1999 წელს მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა. 2017 წელს ცოლად გაჰყვა ვალერის. მათ უყვართ ცეკვა, მდინარეზე ტივით ცურვა და ლაშქრობა.

სასამართლო საქმე

რუსმა სამართალდამცავებმა კრიგერების ბინა 2018 წლის მაისში გაჩხრიკეს. ეს ჩხრეკა იმ ოპერაციის ნაწილი იყო, რომელსაც სამართალდამცავებმა „სასამართლოს დღე“ უწოდეს. შედეგად ადგილობრივმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ვალერის წინააღმდეგ. 2020 წლის 6 თებერვალს საქმე ნატალიას წინააღმდეგ აღიძრა. იმავე დღეს კიდევ ხუთ დას დასდეს ბრალი ბოროტმოქმედებაში.

ნატალიას საწუხარს ისიც დაემატა, რომ მას 2020 წლის თებერვალში ბებია გარდაეცვალა, რომელზეც ექვსი წელი ზრუნავდა.

ამ განსაცდელების ატანაში ნატალიას იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა ეხმარება. ის აღნიშნავს: „სხვებისთვის ლოცვა მეხმარება, ბევრი არ ვიფიქრო ჩემს პრობლემებზე. დევნამ უფრო დამაახლოვა იეჰოვასთან; ის ჩემთვის უფრო რეალური გახდა. ვხედავ, როგორ პასუხობს ჩემს ლოცვებს და როგორ მიჭერს მხარს იეჰოვა“.

ნატალია ხშირად ფიქრობს იმ უამრავ მიზეზზე, რის გამოც შეუძლებელია, რომ იეჰოვამ მხარდაჭერის გარეშე დატოვოს. ის ამბობს: „ძალიან მაძლიერებს ფსალმუნის 94:19, სადაც ასეთი სიტყვები წერია: „შენ მანუგეშე და დამამშვიდე“. უამრავი ბიბლიური თუ თანამედროვე მაგალითები მოწმობს, რა გაბედულად იტანდნენ ღვთის მსახურები დევნებს. მათ შემთხვევებზე ფიქრი ძალებს მმატებს“.