არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ვლადიმერ დეშკო, იური ლოგინსკი, იური მოსკალევი და ტატიანა ველიჟანინა

2022 წლის 24 მაისი
რუსეთი

დევნის მიუხედავად სოჭში ჩვენი და-ძმები სიმტკიცეს ინარჩუნებენ

დევნის მიუხედავად სოჭში ჩვენი და-ძმები სიმტკიცეს ინარჩუნებენ

2022 წლის 28 მარტს ხოსტინსკის (სოჭი) რაიონულმა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა ვლადიმერ დეშკოს, იური ლოგინსკის, იური მოსკალევისა და ტატიანა ველიჟანინას საქმეზე. ვლადიმერ დეშკოს წელიწადი და ოთხი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდეს, ტატიანა ველიჟანინას კი — წელიწადი და ხუთი თვის ვადით. მათ აღარ მოუწევთ სასჯელის ციხეში მოხდა, რადგან ამავე ვადით უკვე იმყოფებოდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში. იური ლოგინსკისა და იური მოსკალევს ორწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს. მათთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის 24 მარტი

    ოთხივე მათგანი დააკავეს და მოათავსეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. მათ ბრალად დასდეს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა.

  2. 2021 წლის 26 მარტი

    ვლადიმერ დეშკო და ტატიანა ველიჟანინა დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს მათი ქალაქიდან 400 კილომეტრის მოშორებით. იური ლოგინსკისა და იური მოსკალევს შინაპატიმრობა შეუფარდეს.

  3. 2022 წლის 3 თებერვალი

    ვლადიმერ დეშკო შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

  4. 2022 წლის 3 მარტი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.

  5. 2022 წლის 4 მარტი

    ტატიანა ველიჟანინა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

ზოგადი ინფორმაცია

გვჯერა, რომ იეჰოვა კვლავაც გააძლიერებს და მხარს დაუჭერს თავის ერთგულ მსახურებს. ის ყველაფრით უზრუნველყოფს მათ, რაც საჭიროა ამ ბოლო დღეებში განსაცდელების ასატანად (ფსალმუნი 89:21).

a b მისგან ინტერვიუს აღება ვერ მოხერხდა.