არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნივ: დენის ანტონოვი და მისი მეუღლე ოლგა; მარჯვნივ: ალექსანდრე კოროლევი მეუღლესთან, ნატალიასთან ერთად; ფოტოები გადაღებულია მათი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ.

19 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

დენის ანტონოვი და ალექსანდრე კოროლევი რუსეთის ციხიდან გაათავისუფლეს

დენის ანტონოვი და ალექსანდრე კოროლევი რუსეთის ციხიდან გაათავისუფლეს

2024 წლის 14 ივნისს დენის ანტონოვი და ალექსანდრე კოროლევი რუსეთის ციხიდან გაათავისუფლეს. 2022 წლის 25 აგვისტოს ისინი დამნაშავედ ცნეს და თითოეულს ორი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. იმის გათვალისწინებით, რომ მათ უკვე გატარებული ჰქონდათ გარკვეული დრო წინასწარი დაკავების იზოლატორში, სასჯელი სრულად მოხდილად ეთვლებათ.

დენისის მეუღლე ოლგა გვიყვება, რა ეხმარებოდა მათ ამ რთულ პერიოდში: „ერთმანეთს წერილებს ვწერდით და ბიბლიურ მუხლებს ვუზიარებდით. განსაკუთრებით გაგვამხნევა ეკლესიასტეს 8:12-ში ჩაწერილმა სოლომონის სიტყვებმა: „ისიც ვიცი, რომ ღვთისმოშიშებს ხელი მოემართებათ, რადგან მისი შიში აქვთ“. ამ მუხლმა დაგვარწმუნა, რომ თუ იეჰოვას მსახურებას არ შევწყვეტდით და ფარ-ხმალს არ დავყრიდით, ის განსაცდელის ატანის ძალას მოგვცემდა“.

განაჩენის გამოტანამდე სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის დროს ალექსანდრემ დანიელ წინასწარმეტყველის მაგალითი მოიყვანა. მან თქვა: „მიუხედავად იმისა, რომ დანიელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, მან ძლიერი რწმენა გამოავლინა და იეჰოვასადმი გულმხურვალე ლოცვა არ შეუწყვეტია. იეჰოვას ვევედრები, მეც ასეთივე ძლიერი რწმენა მომცეს, რათა ვერანაირმა წინააღმდეგობამ ვერ გამტეხოს“.

გვახარებს, რომ დენისი და ალექსანდრე თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ. მათი მაგალითი გვარწმუნებს იმ დანაპირების უტყუარობაში, რომელიც ჩაწერილია ფსალმუნის 4:3-ში: „იცოდეთ, რომ იეჰოვა გამოარჩევს თავის ერთგულს. იეჰოვა მომისმენს, როცა მოვუხმობ“.