არჩეულ მასალაზე გადასვლა

ორიოლის საოლქო სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია აცხადებს დენის კრისტენსენისთვის გამოტანილ განაჩენს, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსი წლის ვადით

2019 წლის 11 ივნისი
რუსეთი

დენის კრისტენსენისთვის გამოტანილი განაჩენი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იქნება გასაჩივრებული

დენის კრისტენსენისთვის გამოტანილი განაჩენი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იქნება გასაჩივრებული

როგორც უკვე ცნობილია, 2019 წლის 23 მაისს ორიოლის საოლქო სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციის მიერ ძმა დენის კრისტენსენისთვის გამოტანილი განაჩენი, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას ექვსი წლის ვადით. ვინაიდან მან უკვე დაჰყო ორი წელი წინასწარი პატიმრობის იზოლატორში, რაც რუსული კანონმდებლობის მიხედვით, ციხეში გატარებულ სამ წელიწადს უდრის, მან კიდევ სამი წელი უნდა მოიხადოს. 2019 წლის 6 ივნისს ძმა დენისი სასჯელაღსრულების კოლონიაში გადაიყვანეს. მისი ადვოკატები აღნიშნულ განაჩენს გაასაჩივრებენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

გვამხნევებს ძმა დენისის სიმშვიდე და მოთმინება, რომელსაც ამ უსამართლობის პირისპირ იჩენს. გვჯერა, რომ იეჰოვა კვლავ გააძლიერებს მას და რუსეთში მცხოვრებ კიდევ 200-ზე მეტ იეჰოვას მოწმეს, რომელთაც სისხლის სამართლის ბრალდებები აქვთ წაყენებული (ფსალმუნი 27:1).

დენის კრისტენსენის მიერ წარმოთქმული სიტყვა 16 მაისის სასამართლო პროცესზე

დენის კრისტენსენის მიერ წარმოთქმული სიტყვა 23 მაისის სასამართლო პროცესზე