არჩეულ მასალაზე გადასვლა

ორიოლის საოლქო სასამართლო

2019 წლის 17 მაისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

დენის კრისტენსენის სააპელაციო საქმის საბოლოო განხილვა 23 მაისისთვის გადაიდო

დენის კრისტენსენის სააპელაციო საქმის საბოლოო განხილვა 23 მაისისთვის გადაიდო

2019 წლის 16 მაისს, ხუთშაბათს, დენის კრისტენსენის სააპელაციო საქმის განხილვა განახლდა. პროკურორებმა და ადვოკატებმა წარადგინეს დასკვნითი არგუმენტები. ძმა დენისსაც მიეცა შესაძლებლობა, დაეცვა თავი თითქმის ერთი საათის განმავლობაში. განხილვას ამჯერადაც ესწრებოდნენ უცხოელი დიპლომატები და ჟურნალისტები. ეს კი იმაზე მოწმობს, რომ მსოფლიო დღემდე ინტერესით ადევნებს თვალყურს ამ საქმეს, მიუხედავად იმისა, რომ დენის კრისტენსენის დაპატიმრებამ საერთაშორისო მედიის ყურადღება ჯერ კიდევ 2 წლის წინ მიიპყრო.

თავდაპირველი გეგმის მიხედვით მოსმენა უნდა გაგრძელებულიყო პარასკევამდე, 17 მაისამდე. მაგრამ მოსამართლეებმა გამოაცხადეს, რომ მოსმენა სამშაბათს, 23 მაისს, 10სთ-ზე განახლდებოდა. დენისს ბოლოჯერ მიეცემა შესაძლებლობა, წარდგეს სასამართლოს წინაშე. რთულია იმის თქმა, გადაწყვეტილებას 23 მაისს გამოიტანენ, თუ კიდევ სხვა დროისთვის გადადებენ.

ძალიან ვმხნევდებით, როცა ვხედავთ, როგორ ინარჩუნებენ დადებით განწყობას და როგორ ავლენენ ღვთისადმი ერთგულებას ჩვენი ძმები, მათ შორის, დენის კრისტენსენი და სერგეი სკრინიკოვი. ჩვენ ისეთივე გრძნობები გვაქვს რუსეთში მცხოვრები თანაქრისტიანების მიმართ, როგორიც პავლე მოციქულს ჰქონდა თესალონიკელი და-ძმების მიმართ. მან დაწერა: „ვამაყობთ თქვენით ღვთის კრებებში, რომ მოთმინებითა და რწმენით იტანთ ყოველგვარ დევნასა და გასაჭირს“ (2 თესალონიკელები 1:4).