არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 31 იანვარი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

დენის კრისტენსენს განაჩენს 2019 წლის 6 თებერვალს გამოუტანენ

დენის კრისტენსენს განაჩენს 2019 წლის 6 თებერვალს გამოუტანენ

ორიოლის ოლქში მდებარე ჟელეზნოდოროჟნიეს რაიონულ სასამართლოში დენის კრისტენსენის წინააღმდეგ აღძრული პროცესი დასრულდა. მოსამართლემ განაცხადა, რომ დენის კრისტენსენს განაჩენს ოთხშაბათს, 2019 წლის 6 თებერვალს გამოუტანენ.

ძმა დენის კრისტენსენი 2017 წლის 25 მაისიდან არის დაპატიმრებული. მისი საქმის განხილვა დაიწყო 2018 წლის 19 თებერვლიდან. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას ექვსწელიწადნახევრიანი პატიმრობა ემუქრება.

მართალია, ძმა კრისტენსენი 20 თვეზე მეტია, რაც პატიმრობაში იმყოფება, მაგრამ დღემდე ინარჩუნებს დადებით განწყობას. ის ბოლომდე იეჰოვაზეა მინდობილი და მადლიერია მსოფლიო საძმოს მიერ მისთვის აღვლენილი ლოცვებისთვის (2 თესალონიკელები 3:1, 2).