15 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ევგენი სოკოლოვი მეორე საქმეზე დამნაშავედ ცნეს
2024 წლის 29 მაისს ზეისკის რაიონულმა სასამართლომ (ამურის ოლქი) დამნაშავედ ცნო ევგენი სოკოლოვი და სამი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
ეს ევგენის წინააღმდეგ აღძრული მეორე საქმე იყო. პირველი საქმის განხილვა, რომელიც ევგენის გარდა ცხრა იეჰოვას მოწმის წინააღმდეგაა აღძრული, ჯერ კიდევ მიმდინარეობს ვორონეჟში, ევგენის ამჟამინდელ საცხოვრებელ ადგილას.
ევგენი აღნიშნავს, რა ეხმარება ამ სირთულეების ატანაში: „მივხვდი, რომ იეჰოვას უფრო მეტად უნდა მივენდო. მასზე უკეთესად ვერცერთ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. იეჰოვა ყოველთვის საუკეთესო და გონივრულ გამოსავალს გვთავაზობს“.
ევგენის მსგავსად, ბოლომდე გვჯერა, რომ იეჰოვა ჩვენი თავშესაფარია და ყოველთვის აღმოგვიჩენს საჭირო დახმარებას (ფსალმუნი 142:5).
დროის დიაგრამა
2022 წლის 15 დეკემბერი
ევგენის წინააღმდეგ მეორე საქმე ისე აღიძრა, რომ მისი ინფორმირება არ მომხდარა.
2023 წლის 22 სექტემბერი
ევგენიმ შეიტყო, რომ მის წინააღმდეგ აღძრული იყო მეორე საქმე. დაკითხეს და ბრალად დასდეს „რელიგიური შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება“.
2024 წლის 22 აპრილი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.
2024 წლის 29 მაისი
დამნაშავედ ცნეს და სამწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს.