2 ივლისი, 2013
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ევროპული სასამართლო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას იცავს
ნიუ-იორკი — 2013 წლის 6 ივნისს, ხუთშაბათს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის მთავრობას დაზარალებული ვ. ჟუკოვასა და ე. ავილკინასათვის კონპენსაციის სახით 5 000 ევროს (10 735 ლარი) გადახდა დააკისრა. რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოითხოვეს ვ. ჟუკოვასა და ე. ავილკინას ავადმყოფობის ისტორია მათი ნებართვის გარეშე. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის მთავრობამ ხელყო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, როგორც „ძირეული უფლება“, რომლის სადარაჯოზეც ევროპის კონვენცია დგას.
სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხუთწლიანი სამართლებრივი განხილვის პროცესი. 2007 წელს ქალაქ სანკტ-პეტერბურგის ვიცე-პროკურორმა მოითხოვა, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულებას დაუყოვნებლივ ეცნობებინა პროკურატურისთვის, თუ რომელიმე იეჰოვას მოწმე პაციენტი უარს იტყოდა სისხლის ან მისი რომელიმე კომპონენტის გადასხმაზე. მათ ამისთვის არც საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინათ პაციენტები და არც ნებართვა უნდა აეღოთ მათგან. ამიტომ, 2009 წლის 9 მარტს იეჰოვას მოწმეებმა სარჩელი შეიტანეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „ავილკინა და სხვები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის მთავრობის მიერ ასეთი მოთხოვნა „ყოვლად გაუმართლებელი ქმედება“ იყო; სასამართლომ დაადასტურა, რომ არ არსებობდა „რაიმე საფუძვლიანი მიზეზი“ იმისთვის, რომ პროკურატურის თანამშრომლებს საჯარო მოხელეებისთვის გადაეცათ კონფიდენციალური ინფორმაცია.
ამ მნიშვნელოვანი სასამართლო საქმის თაობაზე იეჰოვას მოწმეთა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გრიგორ მარტინოვმა, განაცხადა: „ეს სასამართლო გადაწყვეტილება არა მარტო რუსეთის მოქალაქეების ძირითად უფლებებს დაიცავს, არამედ ყველა იმ ქვეყნის მოქალაქეების უფლებებსაც, რომლებიც ევროსაბჭოში შედიან“.
საკონტაქტო პირი:
საერთაშორისო: ჯ. ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000
რუსეთი: გრიგორი მარტინოვი. ტელ. +7 812 702 2691