2021 წლის 2 აგვისტო
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ერთგული ასაკოვანი და-ძმები სიხარულს ინარჩუნებენ დევნის მიუხედავად
2017 წელს რუსეთში იეჰოვას მოწმეთა იურიდიული პირების აკრძალვის შემდეგ სამართალდამცავები მთელი ქვეყნის მასშტაბით თვითნებურად ესხმიან თავს ჩვენს და-ძმებს ასაკის მიუხედავად. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 18 წლისაა, ყველაზე ხანდაზმული კი — 89 წლის. 2021 წლის ივლისის მონაცემებით, დამნაშავედ ცნეს 60 წელს გადაცილებული 18 და-ძმა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მშვიდობიანად სცემდნენ ღმერთს თაყვანს. მათგან სამი ამჟამად ციხეში იმყოფება. a ხელმძღვანელი საბჭოს მიერ წარმოდგენილ 2021 წლის მე-4 ანგარიშში4 აღნიშნულია, თუ რა არაადამიანური მეთოდებით ესხმიან თავს სამართალდამცავები ხანში შესულ თანაქრისტიანებს.
როგორ იტანენ ჩვენი ძვირფასი ასაკოვანი და-ძმები დევნას? სიამოვნებით გაგიზიარებთ რამდენიმე ერთგული თანამორწმუნის მიერ გამოთქმულ გამამხნევებელ აზრებს.
მადლიერნი ვართ ამ ერთგული და-ძმების, რომლებიც გაბედულად დგანან სიმართლის მხარეს და შესანიშნავ მაგალითს გვაძლევენ. რაც მთავარია, იეჰოვა აფასებს სიმართლის გზაზე მავალ ამ ერთგულ ასაკოვან და-ძმებს (იგავები 16:31).
a 70 წლის დას, ვალენტინა ბარანოვსკაიას, ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, 63 წლის ძმას, ალექსანდრე ივშინს — შვიდწელიწადნახევრიანი, 68 წლის ძმა იური საველიევს კი — ექვსწლიანი.