2017 წლის 14 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთში იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის წარმომადგენელი სპეციალურ განცხადებას აკეთებს
2017 წლის 5 აპრილს რუსეთის უზენაესი სასამართლო განიხილავს საქმეს რუსეთში იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით. სასამართლო განხილვამდე რუსეთში იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის წარმომადგენელი ვასილი კალინი თხოვნით მიმართავს რუსეთის მთავრობას, შეწყვიტოს იეჰოვას მოწმეების უსამართლო დევნა. ეს განცხადება პირველად 2017 წლის 21 მარტს განთავსდა ვებგვერდზე jw-russia.org.