არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვიტალი და ნატალია პოპოვები

2021 წლის 20 მაისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ვიტალი პოპოვს რწმენის გამო პატიმრობა ემუქრება

ვიტალი პოპოვს რწმენის გამო პატიმრობა ემუქრება

განახლებული ინფორმაცია | რუსეთის სასამართლო არ აკმაყოფილებს ძმა ვიტალი პოპოვის მეორე საჩივარს

2022 წლის 16 თებერვალს რუსეთის საერთო იურისდიქციის მერვე საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ვიტალის მეორე საჩივარი. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

2021 წლის 23 ივლისს ნოვოსიბირსკის რეგიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ვიტალის საჩივარი და ძალაში დატოვა მისთვის შეფარდებული სამწლიანი პირობითი სასჯელი.

2021 წლის 21 მაისს ლენინსკის რაიონულმა სასამართლომ (ნოვოსიბირსკი) დამნაშავედ ცნო ვიტალი და სამწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა.

ზოგადი ინფორმაცია

ვიტალი პოპოვი

  • დაბადების წელი: 1967 (ნოვოსიბირსკი)

  • ბიოგრაფია: მუშაობდა ელექტრიკოსად და შემდუღებლად. მსახურობდა საბჭოთა არმიაში. უყვარს თხილამურებით სრიალი, ფეხბურთისა და ფრენბურთის თამაში და სიმღერების მღერა. გაიზარდა ორ ძმასთან და ორ დასთან ერთად. მოზარდი იყო, როცა მისი უფროსი და-ძმა ტრაგიკულად დაიღუპა. მას შემდეგ ვიტალის უამრავი შეკითხვა აწუხებდა სიკვდილთან და მომავალთან დაკავშირებით.

    1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო ბიბლიის შესწავლა იეჰოვას მოწმეებთან. დამაკმაყოფილებელი პასუხი მიიღო კითხვაზე, თუ რატომ კვდება ადამიანი. მასზე აგრეთვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოწმეებს შორის არსებულმა სიყვარულმა, პატივისცემამ და ერთმანეთის მხარდაჭერამ. 1994 წელს მოინათლა. 2011 წელს დაქორწინდა ნატალიაზე.

სასამართლო საქმე

2019 წლის 27 ივნისს უფლებამოსილმა პირებმა საქმე აღძრეს ძმა ვიტალის წინააღმდეგ. 2020 წლის 9 აპრილს პოლიციელებმა ის სახლიდან დაკითხვაზე წაიყვანეს, რომელიც ოთხ საათზე მეტხანს გრძელდებოდა.

ვიტალი სახელმწიფოს მიერ შედგენილ ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს, რის გამოც ბანკმა მისი ანგარიშები დაბლოკა. ორი თვის შემდეგ ვიტალი აიძულეს, სამსახურიდან თავისი ნებით წამოსულიყო. ამ ყოველივეს გამო მის ოჯახს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა.

იეჰოვა ზრუნავდა ვიტალის ოჯახზე. ის ამბობს: „იეჰოვამ ჩვენზე ყველანაირად იზრუნა — სულიერად, მატერიალურად და ემოციურად. მთელი ჩემი ოჯახი მადლიერია ამ დახმარებისთვის, რომლის წყალობითაც ყველაფერი გადავიტანეთ და დადებითი განწყობაც შევინარჩუნეთ“.

ვიტალი გვიხსნის, რა დაეხმარათ ამ სირთულეების დროს. ის გვიყვება: „კარგი სულიერი განრიგის წყალობით იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა განმივითარდა. ის უფრო რეალური გახდა ჩემთვის. ვისწავლე, ნებისმიერ სიტუაციაში მივენდო მას“. სულიერ განრიგში ვიტალი გულისხმობს ოჯახურ თაყვანისცემას, კრებებზე დასწრებას და მათში მონაწილეობის მიღებას, რეგულარულ მსახურებას და მხურვალე ლოცვებს. ის განაგრძობს: „ასეთი განრიგი რომ არ მქონოდა, ალბათ გამიჭირდებოდა იეჰოვაზე მინდობა და ამ ყოველივეს გადატანა“.

ჩვენ კვლავაც ვლოცულობთ ვიტალისთვის, სანამ სასამართლო განაჩენს გამოიტანს. გვჯერა, რომ იეჰოვა, ჩვენი განმამტკიცებელი, კვლავაც მისცემს ძალას რუსეთში მცხოვრებ და-ძმებს, რათა ერთგულად გადაიტანონ დევნები (ფილიპელები 4:13).