20 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
„თუ იეჰოვა გყავს გვერდით, თავს მარტოდ არასდროს იგრძნობ“
2023 წლის 17 თებერვალს გორნო-ალტაისკის საქალაქო სასამართლომ (ალთაის რესპუბლიკა) გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ძმა ალექსანდრე კალისტრატოვის წინააღმდეგ და მას ექვსწელიწად-ნახევრით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
ზოგადი ინფორმაცია
გვჯერა, იეჰოვა მოისმენს თავის ერთგულ მსახურთა ლოცვებს, რომლებიც გასაჭირის დროს მას უხმობენ (2 სამუელი 22:7).
დროის დიაგრამა
2000
დააკავეს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო. 21 დღე ჰყავდათ დროებითი მოთავსების იზოლატორში. მოგვიანებით ბრალდება მოუხსნეს.
2010
ბრალი დასდეს ექსტრემიზმში. მისი საქმე ორჯერ იქნა განხილული, რის შემდეგაც ის ალთაის რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა, სადაც მას ყველა ბრალდება მოუხსნეს.
2021 წლის 16 დეკემბერი
აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
2022 წლის 16 იანვარი
სამართალდამცავებმა ალთაის რესპუბლიკაში ხუთი იეჰოვას მოწმის სახლი გაჩხრიკეს. ფე-ეს-ბეს ოფიცრები ძალის გამოყენებით შეიჭრნენ ალექსანდრე კალისტრატოვის ბინაში. ის დააკავეს და დაჰკითხეს. იმავე საღამოს გაათავისუფლეს და დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.
2022 წლის 25 აგვისტო
დაიწყო სასამართლო მოსმენა.