არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 1 მაისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, ხელში ჩაიგდოს აშშ-ს იეჰოვას მოწმეების კორპორაციის საკუთრება

რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, ხელში ჩაიგდოს აშშ-ს იეჰოვას მოწმეების კორპორაციის საკუთრება

ნიუ-იორკი — ხუთშაბათს, 2018 წლის 3 მაისს სანქტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლოში გაიმართება იეჰოვას მოწმეების სააპელაციო საქმის მოსმენა რუსეთში იეჰოვას მოწმეების ყოფილი ფილიალის კონფისკაციის თაობაზე. თუ ეს საჩივარი არ დაკმაყოფილდება, შესაძლოა სახელმწიფოს მხრიდან დაუყოვნებლივ მოხდეს კომპლექსში შემავალი 14 შენობა-ნაგებობის კონფისკაცია. ტერიტორია მთლიანობაში შეადგენს 10 ჰექტარს; მისი საერთო ღირებულება დაახლოებით 31,8 მილიონი დოლარია.

2017 წლის დეკემბერში სესტრორეცკის საოლქო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ იეჰოვას მოწმეთა ფილიალი პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების არაკომერციული საზოგადოების საკუთრება იყო, რომელიც შეერთებულ შტატებშია რეგისტრირებული. იეჰოვას მოწმეებმა რუსეთში ზემოთ აღნიშნული საკუთრება 2000 წელს გადასცეს „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოებას“. მას შემდეგ მოწმეებმა რუსეთის ფედერაციას 3 მილიონი დოლარი გადაუხადეს ქონების გადასახადების სახით. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მთავრობა 17 წლის განმავლობაში ქონების გადაცემის აღნიშნულ ქმედებას კანონიერად ცნობდა, ამჟამად რუსეთის საოლქო სასამართლო აცხადებს, რომ „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოებისთვის“ ზემოთ აღნიშნული ქონების გადაცემის ხელშეკრულებას არ აქვს იურიდიული ძალა. სასამართლომ განაცხადა, რომ საკუთრების ფაქტობრივი მფლობელი რუსეთში არსებული იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრია. რადგან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული ცენტრის ლიკვიდაცია მოხდა 2017 წელს, თუ მოწმეები წააგებენ სააპელაციო სასამართლოს, განაჩენი გასაჩივრებას აღარ დაექვემდებარება და სახელმწიფოს უფლება ექნება დაუყოვნებლივ ჩამოართვას მოწმეებს საკუთრება.

მოსმენა გაიმართება 11:30-ზე სანქტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლოში (რუსეთი, სანქტ-პეტერბურგი, ბასეინაიას ქ. №6).

საკონტაქტო პირი:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, +1 845 524 3000