არჩეულ მასალაზე გადასვლა

2015 წლის 23 იანვარი
რუსეთი

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ სამარაში იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის ლიკვიდაცია მოახდინა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ სამარაში იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის ლიკვიდაცია მოახდინა

2014 წლის 12 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, სამარაში მოწმეების იურიდიული პირის საქმიანობა ექსტრემისტულად იქნა მიჩნეული. იეჰოვას მოწმეთა სამართლებრივ დევნას ხომ არ გამოიწვევს მათი იურიდიული პირის ლიკვიდაცია? რა ელით იეჰოვას მოწმეებს რუსეთში?