არჩეულ მასალაზე გადასვლა

2016 წლის 14 ივლისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის სასამართლო განიხილავს იეჰოვას მოწმეების საჩივარს

რუსეთის სასამართლო განიხილავს იეჰოვას მოწმეების საჩივარს

მოსკოვში ტვერის რაიონული სასამართლო მალე განიხილავს იეჰოვას მოწმეების საჩივარს გენერალური პროკურატურის გამაფრთხილებელი წერილის თაობაზე. ამ უკანასკნელში პროკურატურა იეჰოვას მოწმეებს ფილიალის დახურვით ემუქრება. სასამართლო მოსმენა 2016 წლის 18 ივლისს გაიმართება და ცნობილი გახდება, შევა თუ არა ძალაში პროკურატურის მოთხოვნა.

არხანგელსკის ოლქის წარმომადგენლებმა პეტიციით მიმართეს იუსტიციის მინისტრ ალექსანდრე კონოვალოვს. ისინი ითხოვენ, რომ რუსეთის მთავრობამ მიიღოს კანონი, რომლის საფუძველზეც აიკრძალება იეჰოვას მოწმეების საქმიანობა და მოხდება მათი იურიდიული პირების ლიკვიდაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით.