2017 წლის 7 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
უზენაეს სასამართლოში იეჰოვას მოწმეებმა იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ ჩვენება მისცეს
ნიუ-იორკი — რუსეთის უზენაეს სასამართლოში მესამე დღეა საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღის ბოლოს სასამართლომ განაცხადა, რომ საქმის განხილვას 2017 წლის 12 აპრილს, ოთხშაბათს 10:00 სთ-ზე განაახლებს. საქმის განხილვის დროს სასამართლომ ოთხი იეჰოვას მოწმის ჩვენება მოისმინა. მათ მნიშვნელოვანი არგუმენტები წარადგინეს, რომლებიც ადასტურებდა, რომ იუსტიციის სამინისტრო უსაფუძვლოდ მოითხოვს იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის ლიკვიდაციასა და მისი საქმიანობის აკრძალვას.
მოსამართლემ ბრალდების მხარეს არაერთი კითხვა დაუსვა და მოითხოვა, წარედგინა დამადასტურებელი მტკიცებულებები იმისა, რომ იეჰოვას მოწმეები ექსტრემისტები არიან და ექსტრემისტულ პუბლიკაციებს ავრცელებენ. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა სასამართლოს ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარუდგინეს. რუსეთში იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა ვასილი კალინმა სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემის დროს აღნიშნა: „მსურს, იუსტიციის სამინისტროს შევახსენო, რომ მისი მოთხოვნა, აიკრძალოს იეჰოვას მოწმეების საქმიანობა, ზიანს მიაყენებს იმ ადამიანებს, რომელთაც ყველა თქვენგანისთვის მშვიდობა და ბედნიერება სურთ“.
საკონტაქტო პირები:
საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000
რუსეთი: იაროსლავ სივულსკი, ტელ. +7-911-087-8009