არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთი

რუსეთი

1992 წელს რუსეთის ფედერაციამ იეჰოვას მოწმეები რეგისტრაციაში გაატარა. თავდაპირველად რუსეთში იეჰოვას მოწმეები თავისუფლად, მშვიდობიან პირობებში ასრულებდნენ თავიანთ რელიგიურ მსახურებას. 1999 წელს რელიგიის შესახებ კანონის საფუძველზე იეჰოვას მოწმეები ხელახლა გაატარეს რეგისტრაციაში. ამგვარად მთელი ქვეყნის მასშტაბით ასობით ადგილას იეჰოვას მოწმეები იურიდიული პირის სტატუსით სარგებლობდნენ და თავისუფლად ეწეოდნენ თავიანთ საქმიანობას.

მიუხედავად ამისა, მოწმეები სერიოზული სირთულეების წინაშე დადგნენ, რაც დიდ საფრთხეს უქმნის მათ თავისუფლებას. 2009 წლიდან მოყოლებული სამართალდამცავი ორგანოები არასწორად იყენებენ კანონს ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ და ხელს უწყობენ იმას, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოეწყოს სპეციალური კამპანიები იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ. რუსეთის სასამართლოებმა იეჰოვას მოწმეების ბევრი პუბლიკაცია, მათ შორის მოწმეების ოფიციალური ვებ-გვერდი jw.org, ექსტრემისტულად გამოაცხადეს. პოლიცია ჩხრეკას აწარმოებს ასობით მოწმის სახლში და ასევე იმ დარბაზებში, სადაც მოწმეები თაყვანისცემის მიზნით იკრიბებიან. პროკურორები მოწმეებს კრიმინალურ საქმიანობაში მხოლოდ იმის გამო ადანაშაულებენ, რომ ისინი ესწრებიან ან ატარებენ რელიგიურ შეხვედრებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები თითქმის არაფერს აკეთებენ რელიგიური დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. სამართალდამცავები უფრო მეტად ავიწროებენ იეჰოვას მოწმეებს და ზღუდავენ მათ საქმიანობას.