2022 წლის 27 იანვარი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
იეჰოვას მხარდაჭერით ორი ძმა მხნეობას არ კარგავს
კირსანოვსკის რაიონული სასამართლო (ტამბოვის ოლქი) მალე განაჩენს გამოიტანს ანტონ კუჟელკოვისა და ნიკოლაი პროხოროვის საქმეზე. პროკურორს ჯერ არ დაუკონკრეტებია, რა სახის სასჯელის შეფარდებას ითხოვს მათთვის.
დროის დიაგრამა
2020 წლის 21 დეკემბერი
სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ანტონისა და ნიკოლაის წინააღმდეგ. მათ ბრალად ედებათ ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზება.
2020 წლის 24 დეკემბერი
სამართალდამცავებმა 19 სახლში მოაწყვეს რეიდები, მათ შორის ანტონის ბინაშიც. ანტონი დასაკითხად სახლიდან 350 კილომეტრის მოშორებით წაიყვანეს. ნიკოლაიც დაკითხეს და გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.
2020 წლის 25 დეკემბერი
ანტონს არ დართეს სახლში დაბრუნების უფლება. ის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
2021 წლის 30 აგვისტო
ანტონი გადაიყვანეს დროებითი მოთავსების სხვა იზოლატორში.
ზოგადი ინფორმაცია
დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვა კვლავაც გაამხნევებს და ძალებს მისცემს განსაცდელში მყოფ და-ძმებს (იგავები 1:33).
a ინტერვიუ აღებულია ანტონის მეუღლისგან, ალიონასგან, რადგან ანტონი ამჟამად დროებითი მოთავსების იზოლატორშია და მასთან ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოხერხდა.