არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ალექსანდრე სობიანინი, ვლადიმერ ტიმოშკინი და ვლადიმერ პოლტორადნევი

12 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

„იეჰოვა ყოველთვის მზადაა, დაგვეხმაროს!“

„იეჰოვა ყოველთვის მზადაა, დაგვეხმაროს!“

2023 წლის 18 აგვისტოს სოლიკამსკის საქალაქო სასამართლომ (პერმის მხარე) დამნაშავედ ცნო ვლადიმერ პოლტორადნევი, ალექსანდრე სობიანინი და ვლადიმერ ტიმოშკინი. სასამართლომ მათ ფულადი ჯარიმა დააკისრა, ვლადიმერ პოლტორადნევს 638 000 რუბლი (6 787$), ალექსანდრე სობიანინს — 494 000 რუბლი (5 255$), ვლადიმერ ტიმოშკინს კი — 512 000 რუბლი (5 447$). მათთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

ზოგადი ინფორმაცია

დარწმუნებულნი ვართ, ყველა, ვინც ენდობა იეჰოვას, საკუთარ თავზე გამოსცდის მის სიყვარულს და მზრუნველობას (ფსალმუნი 13:5, 6).

დროის დიაგრამა

  1. 2020 წლის 28 ივლისი

    გაჩხრიკეს სამივე ძმის სახლი, რის შემდეგაც განყოფილებაში გადაიყვანეს.

  2. 2020 წლის 29 ივლისი

    ვლადიმერ ტიმოშკინი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

  3. 2020 წლის 30 ივლისი

    ალექსანდრე სობიანინი გაათავისუფლეს განყოფილებიდან და დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.

  4. 2020 წლის 31 ივლისი

    ვლადიმერ პოლტორადნევი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

  5. 2020 წლის 24 სექტემბერი

    ვლადიმერ პოლტორადნევი გაათავისუფლეს შინაპატიმრობიდან და დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.

  6. 2020 წლის 26 ოქტომბერი

    ვლადიმერ ტიმოშკინი გაათავისუფლეს შინაპატიმრობიდან და დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.

  7. 2023 წლის 16 მაისი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.

a მისგან ინტერვიუს აღება ვერ მოხერხდა.