9 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ისინი გაბედულებას ავლენენ და ენდობიან იეჰოვას
ბლაგოვეშნსკის საქალაქო სასამართლო (ამურის ოლქი) მალე განაჩენს გამოიტანს კრისტინა გოლიკის, ეკატერინა ოლშევსკაიას, მარია მიასნიკოვასა და ვალენტინა იერმილოვას საქმეზე. პროკურორს ჯერ არ დაუკონკრეტებია, რა სახის სასჯელის შეფარდებას ითხოვს მათთვის.
ზოგადი ინფორმაცია
ძალიან გვამხნევებს ასეთი ერთგული დების მაგალითები. დარწმუნებულები ვართ, იეჰოვა კვლავაც დაიცავს და აკურთხებს მათ (ფსალმუნი 27:3).
დროის დიაგრამა
2018 წლის 20 ივლისი
გაჩხრიკეს სახლები.
2021 წლის 22 ივლისი
ოთხივე დის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
2021 წლის 27 ივლისი
კრისტინასა და მარიას დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.
2021 წლის 3 აგვისტო
ეკატერინას დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.
2021 წლის 4 აგვისტო
ვალენტინას დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.
2023 წლის 26 მაისი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.