10 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ისინი სიხარულს ინარჩუნებენ დევნის მიუხედავად
სიქტივკარსკის საქალაქო სასამართლო (კომის რესპუბლიკა) მალე განაჩენს გამოიტანს ალექსანდრე კეტოვის, ანდრეი ხარლამოვის, ალექსანდრე კრუგლიაკოვის, ლიდია ნეკრასოვას და სერგეი უშახინის საქმეზე. პროკურორს ჯერ არ დაუკონკრეტებია, რა სახის სასჯელის შეფარდებას ითხოვს მათთვის.
ზოგადი ინფორმაცია
ამ და-ძმების მაგალითები ცხადყოფს, რომ სირთულეების დროს იეჰოვა „ძალ-ღონით ავსებს“ ჩვენს თანაქრისტიანებს და ეხმარება ერთგულების შენარჩუნებაში (ესაია 40:29).
დროის დიაგრამა
2021 წლის 2 მარტი
სიქტივკარში გაჩხრიკეს იეჰოვას მოწმეთა, სულ მცირე, 14 სახლი. ალექსანდრე კეტოვი, ანდრეი ხარლამოვი და ალექსანდრე კრუგლიაკოვი განყოფილებაში გადაიყვანეს, ლიდია ნეკრასოვას და სერგეი უშახინს კი გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.
2021 წლის 3 მარტი
ალექსანდრე კეტოვი და ანდრეი ხარლამოვი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს, ალექსანდრე კრუგლიაკოვი კი დროებითი მოთავსების იზოლატორში გაგზავნეს.
2021 წლის 27 აპრილი
ანდრეი ხარლამოვი გაათავისუფლეს შინაპატიმრობიდან.
2021 წლის 28 აპრილი
ალექსანდრე კეტოვი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლეს, ხოლო ალექსანდრე კრუგლიაკოვი — დროებითი მოთავსების იზოლატორიდან.
2022 წლის 19 აპრილი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.
2022 წლის 9 ივნისი
არასაკმარისი მტკიცებულების გამო მოსამართლემ საქმე პროკურატურას დაუბრუნა.
2023 წლის 14 თებერვალი
განახლდა სასამართლო მოსმენა. საქმეს სხვა მოსამართლე განიხილავს.