არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 17 თებერვალი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეების კიდევ ერთი იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეების კიდევ ერთი იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება

2017 წლის 9 თებერვალს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ბირობიჯანში იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციის ლიკვიდაციის ბრძანება გასცა. უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის საქმიანობა ექსტრემისტულად იქნა მიჩნეული და აიკრძალა მათი რელიგიური საქმიანობა ბირობიჯანში.

გადაწყვეტილება ყალბი სამხილების საფუძველზე იქნა მიღებული. 2015 წლის თებერვალსა და 2016 წლის იანვარში სამართალდამცავები შეიჭრნენ შენობაში, რომელიც იეჰოვას მოწმეებმა რელიგიური შეხვედრების ჩასატარებლად დაიქირავეს. მათ შენობაში აკრძალული რელიგიური ლიტერატურა შეიტანეს და ჩხრეკის დროს „აღმოაჩინეს“. 2016 წლის იანვარში ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა ჩაშალეს რელიგიური შეხვედრა და დამსწრეების თვალწინ სკამის ქვეშ დამალეს რელიგიური ლიტერატურა.

ბირობიჯანის ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაცია მდებარეობს რუსეთში, ებრაელთა ავტონომიურ ოლქში. ეს იქნება ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციის ლიკვიდაციის პირველი შემთხვევა მას შემდეგ, რაც მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მხარი დაუჭირა გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის ლიკვიდაციის თაობაზე.